2022 წლის Audi RS7 Exclusive Edition-ი მხოლოდ 23 ეგზემპლარად გამოვა
Aa
Aa

2022 წლის Audi RS7 Exclusive Edition-ი მხოლოდ 23 ეგზემპლარად გამოვა

ექსკლუზიურ Audi RS7-ზე რას იტყოდით?

2022 წლის Audi RS7-მა Exclusive Edition ვერსია და დიზაინის უნიკალური ელემენტები მიიღო. სახელი „ექსკლუზიურიც“ შესაფერისია, რადგან ის მხოლოდ 23 ეგზემპლარად გამოვა. წარმოება ამ ზაფხულში დაიწყება.

შეზღუდული გამოშვების ავტომობილს „მამბა შავი“ მარგალიტის ეფექტიანი საღებავი აქვს, რომელიც ლურჯის ნახევარტონებსაც შეიცავს. ლოგოები შავია. წინა სპოილერი, უკანა დიფუზორი და სარკეები კარბონისაა.

RS 7 Exclusive Edition-ს Audi-ს ლაზერული მაშუქები და 22-იანი დისკები აქვს. გამოსაბოლქვი სისტემა სპორტულია, მუხრუჭები - კარბონ-კერამიკული.

სალონში შავი ფერის ტყავია გამოყენებული. საფარზე ლურჯი აქცენტებია. სავარძლების გარდა, ტყავი გამოყენებულია კარის ხელის დასადებზე, ცენტრალურ კონსოლზე, კარის ზედა პანელებსა და მონაცემთა დაფაზე.

ამჟამინდელი თაობის RS7-ის დებიუტი 2021 წელს შედგა. მას ტვინ-ტურბოდაბერვის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 591 ცხენის ძალას და 800ნმ-ს გამოიმუშავებს. Exclusive Edition-ს იგივე ტექნიკური მონაცემები აქვს. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა. რა თქმა უნდა, Audi-ს ოთხივეწამყვანი სისტემა ადგილზეა. RS 7 0-100კმ/სთ-მდე 3.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 306 კმ/სთ. შთამბეჭდავი რიცხვებია, არა?

2022 წლის Audi RS 7 Exclusive Edition-ის ფასი $166,495-დან იწყება. $47,900-ით მეტია, ვიდრე საბაზისო მოდელი RS 7-ის ფასი. როგორც ჩანს, ეს არის თანხა, რაც კლიენტებმა ექსკლუზიურობაში უნდა გადაიხადონ.

მსგავსი სიახლეები