ABT-ს მიერ დახვეწილი Audi TT Turbo
Aa
Aa

ABT-ს მიერ დახვეწილი Audi TT Turbo

Audi-ს TT-ს გამოჩენისთანავე ყველა ავტომოყვარული შოკში ჩავარდა, რადგან ამ კომპანიას მუდამ თავისი ელეგანტური სტილი გააჩნდა, ხოლო აღნიშნული მოდელი კი სრულიად განსხვავებული დიზაინის მქონე გახლდათ.

Verkauft Audi TT DTM Edition Abt Sonde., gebraucht 2004, 146.500 km in  Reutlingen

2-ადგილიანი „კუპე“ საკმაოდ მომხიბვლელი იყო, მისი სპორტული ხასიათი პირველივე შეხედვისას აშკარა ხდებოდა. 1998 წელს მსგავსი ფუტურისტული ვიზუალის მქონე ავტომობილი გერმანელებისგან საკმაოდ დიდი იშვიათობა იყო. მიუხედავად ძალიან მცირე ზომებისა, ავტომობილი შესაფერისად მსუბუქი არ გამოვიდა, თუმცა მის სამოდელო სიაში ბევრი მძლავრი ძრავა მოიპოვებოდა. ეს ავტომობილი შედარებით სხარტი და მოქნილი Audi A4 იყო, რადგან ყველა ძირითად დეტალს მისგან იზიარებდა.

Car Wing Car Styling Spoilers & Wings Vehicle Parts & Accessories ABT  Sportsline Audi TT MK1 Limited II Boot Spoiler rare

დღეს ჩვენი ყურადღება გერმანული ტიუნინგ კომპანიის, ABT-ს მიმართ იქნება მიპყრობილი, რომელმაც Audi TT-სგან ნამდვილი მონსტრი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოდელში ყველაზე მძლავრი აგრეგატი 3.2-ლიტრიანი V6 იყო, ტიუნინგ კომპანიამ 1.8-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა აირჩია. მოდიფიცირებული შემშვები და გამშვები სიტემის ხარჯზე ძალა კიდევ უფრო გაზარდეს, აგრეთვე სტანდარტული ტურბო უფრო ძლიერით შეიცვალა და ძრავის მართვის კომპიუტერი შესაბამისად დაპროგრამირდა, საბოლოოდ მას უჟანგავი მეტალისგან გამონაბოლქვის სისტემაც დაუმონტაჟეს და ABT-ეს Audi TT ჯამში 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილი საკმაოდ ძლიერი გამოვიდა, ძრავა უკვე 400 ნიუტონს გამოიმუშავებდა და 100-მდე 6 წამში ჩქარდებოდა. კომპანიამ იგი 18-იანი ულამაზესი დისკებით აღჭურვა, Quattro სისტემა კი საფართან იდეალურ მოჭიდებას უზრუნველყოფდა.

Audi tt abt limited edition only 10 made - PassionFord - Ford Focus, Escort  & RS Forum Discussion

ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერიც შეცვალეს. გარედან უამრავი სპოილერი და ABT-ს ლოგო ჰქონდა დამატებული. ყველაზე მეტად თვალშისაცემი საქარე შუშის ერთი საწმენდია, რაც ამ მოდელის სარბოლე ვერსიიდან აიღეს. დაკიდების სისტემის სრულად რეგულირება იყო შესაძლებელი, აგრეთვე სამუხრუჭე სისტემაც მეტად იყო დახვეწილი.

Car Wing Vehicle rare ABT Sportsline Audi TT MK1 Limited II Boot Spoiler  Car Tuning & Styling Parts solidcore.co

ინტერიერში 2 Recaro-ს სავარძელი და ბევრი ალკანტარა, ABT-ს ლოგოები აქაც დომინირებდა. ტიუნინგ კომპანიამ აღნიშნული მოდელის Roadster-ის ვარიანტიც გამოუშვა.

Latest Car Pictures at DieselStation

ეს ავტომობილი 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ნებისმიერი გემოვნების მქონე ავტომოყვარულისთვის საოცნებო იყო, მას Pocket Rocket-ს ხშირად ეძახდნენ და ამ ზედმეტსახელს სრულად ამართლებდა.

მსგავსი სიახლეები