Aa Aa
19 ნოემბერი 2022  |  12:07

ფლორიდაში წყლით დაფარული McLaren P1 აუქციონზე გამოჩნდა

ფლორიდის ცნობილი სტიქიის შემდეგ აშშ-ს აუქციონებზე დატბორილი ავტომობილები მომრავლდა. ქარიშხალ იანს სურათზე ნაჩვენები McLaren P1-იც ემსხვერპლა. მალე ეს ავტომობილიც Copart-ის აუქციონზე გავა. მისი სავარაუდო ფასი კი ნახევარი მილიონი დოლარი იქნება.

რა თქმა უნდა, ეს ზუსტი ციფრი არ არის. ეს P1 შესაძლოა უფრო ძვირად ან იაფად გაიყიდოს. თუმცა, რამდენადაც არ უნდა შეფასდეს, მას საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს. ავტომობილის ბოლო მფლობელმა ის სტიქიამდე 1 კვირით ადრე Bring A Trailer-ის მეშვებით შეიძინა.

სხვა დატბორილი ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ მანქანის წყლით დაფარვის კადრები უამრავმა ადამიანმა გადაიღო. კადრები სოციალურ ქსელშიც ტრიალებდა. ქვემოთ მიბმულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ტივტივებდა ძვირადღირებული ჰიპერავტომობილი მფლობელის ფარეხში. ეს ყველაფერი მართლაც რომ მძიმე სანახავია.


View this post on Instagram

A post shared by CarLifestyle (@carlifestyle)

სამწუხაროდ, ისტორია აქ არ მთავრდება. მოგვიანებით ფარეხის კარი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც მანქანა ტივტივით გარეთ აღმოჩნდა.

Copart-ის სურათები მანქანის დათვალიერების საშუალებას იძლევა. გარეგნულად P1-ს საქარე მინა, მგზავრის სარკე და წინა ტუჩი აქვს დაზიანებული. აუქციონის სახლი არ გვაძლევს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სისტემები გადაურჩა წყალდიდობას. ალბათ, ყველასთვის გასაგებია, რომ ამ P1-ს ბევრი რამ მწყობრიდან აქვს გამოსული. ერთი რამ, რაც გადაჭრით შეიძლება ვთქვათ ისაა, რომ ჰიბრიდული სისტემა აუცილებლად იქნება დაზიანებული.


მიუხედავად ამისა, ამ ავტომობილით დიდი მოთამაშეები მაინც დაინტერესდნენ. მოდელმა ყურადღება Vinwiki-სა და Hoovies Garage-ის წარმომადგენლებში დაიმსახურა. მათი აზრით, მანქანის გამოცოცხლების შანსი მაინც არსებობს.

ალბათ, ბევრი იქნება ჩვენს მკითხველში ისეთი, ვინც იფიქრებს, რომ ეს P1 საქართველოშიც დააინტერესებდათ. ასეთ ადამიანებს გეტყვით, რომ აუქციონის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

დანარჩენებს კი შეგახსენებთ, რომ P1 მხოლოდ 375 ეგზემპლარად არსებობს. ასეთი ექსკლუზიური ავტომობილის გადარჩენა კი ნამდვილად სასიხარულო იქნება.

გაზიარება: