კვლევა, ბატარეა, ელექტრომობილები, მერსედესი, მერსედეს ი ქიუ ეი
Aa
Aa

ამ გერმანულმა ელექტრომობილმა ბატარეის გამძლეობით Tesla-ს ყველა მოდელს აჯობა

თუ ელექტრომობილის ყიდვას გეგმავთ და მთავარი საფიქრალი ელემენტის დეგრადაციაა, ეს კვლევა დაგამშვიდებთ. ახალი მასშტაბური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საუკეთესო ელექტრომობილები 150 000 კმ-ის გავლის შემდეგაც კი სვლის მარაგის 5%-ზე ნაკლებს კარგავენ.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

კვლევა კომპანია Aviloo-მ გამოაქვეყნა და ის მეორადი ელექტრომობილების ელემენტების ყველაზე დიდ დამოუკიდებელ ტესტირებად ითვლება — სულ 500 000-ზე მეტი ავტომობილის შედეგი გაანალიზდა: მკვლევრებმა ერთმანეთს ბაზარზე არსებული 20 პოპულარული მოდელი შეადარეს.

ვინ არის ლიდერი?

პირველ 50 000 კმ-ზე საუკეთესო შედეგი Hyundai Ioniq 5-მა აჩვენა — მან პირვანდელი ტევადობის 97.1% შეინარჩუნა. თუმცა, როცა გარბენმა 150 000 კმ-ს მიაღწია, პირველ ადგილზე გერმანული Mercedes-Benz EQA გადმოვიდა, რომელმაც ელემენტის სიცოცხლისუნარიანობის 94% შეინარჩუნა და Tesla-ს ყველა მოდელს გადაუსწრო.

ლიდერები 150 000 კმ-ის გავლის შემდეგ:

  1. Mercedes-Benz EQA: 94.0%

  2. Hyundai Ioniq 5: 93.8%

  3. BMW i4: 93.6%

  4. Hyundai Kona EV: 93.0%

  5. Volvo XC40 Recharge: 92.8%

  6. Ford Mustang Mach-E: 92.5%

  7. Polestar 2: 92.5%

რამდენიმე საკულტო და პოპულარული მოდელი კონკურენტებს შესამჩნევად ჩამორჩა: Tesla Model Y-მ 150 000 კმ-ის შემდეგ ელემენტის ტევადობის მხოლოდ 90.3% შეინარჩუნა, ხოლო Model 3-ის შედეგი კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდა — 88.9%. რეიტინგის ბოლოში შედარებით მცირეზომიანი ელემენტის მქონე ავტომობილები აღმოჩნდნენ: Renault Zoe (87.3%), MINI Cooper SE (87.1%) და Nissan Leaf (86.7%).

Aviloo-ს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ციფრები საშუალო მაჩვენებლებია. ერთი და იმავე მოდელის სხვადასხვა ეგზემპლარს შორის, მოხმარებისა და დამუხტვის ჩვევებიდან გამომდინარე, გადახრა შესაძლოა 13.5%-მდე იყოს. მიუხედავად ამისა, კვლევა ნათლად ამტკიცებს მთავარს: თანამედროვე ელექტრომობილების ელემენტები ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე ეს საზოგადოებაში მიღებული მითებით არის ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები