Aa Aa
25 იანვარი 2023  |  10:00

Audi-მ Nio-ს გერმანიაში სასამართლო მოუგო

Nio განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ავტომობილის სახელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მყიდველმა მისი იდენტიფიცირება შეძლოს. ბრენდები ცდილობენ, თავიანთი მოდელების სახელებზე უფლებები მკაცრად დაიცვან. ახლახან Audi-მ მიუნხენში სასამართლო მოიგო. ბრენდი NIO-ს ედავებოდა, რომ მისი მოდელების სახელები ES6, ES7 და ES8 ძალიან ჰგავს Audi-ს მოდელების სახელებს (S6, S7, S8).

Nio-მ ამ მოდელებს გერმანიაში რეკლამირება აღარ უნდა გაუწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრენდის მმართველი 250,000 ევროთი დაჯარიმდება ან საპატიმროში 6 თვის გატარება მოუწევს.

Nio ES6-ს და ES7-ს ჯერ გერმანიაში არ ყიდის. სამაგიეროდ, ES7 ხელმისაწვდომია. მას სახელი უკვე შეუცვალეს და EL7 დაარქვეს.

სასამართლოს აზრით, ამ სახელმა შეიძლება მყიდველები შეცდომაში შეიყვანოს, რადგან E, როგორც წესი, ავტომობილების სახელებში ელექტროს ნიშნავს და შეიძლება ვინმეს ES 6 ელექტრო S6 ეგონოს.

Nio ES6, ES7 დაES8 ელექტრო კროსოვერებია. Audi-ს S6, S7 და S8 ელექტრო სედანები. S ასოს მოდელებისთვის Audi 1990-იანებიდან იყენებს.

ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. Nio განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

გაზიარება: