Vetter, Slash
Aa
Aa

ავტომობილი, რომლითაც ყურადღებას ყველგან მიიქცევთ - Vetter Slash

დაბალგარბენიანი მოდელის გასაყიდი განცხადება eBay-ის აუქციონზეა ატვირთული და მის სანაცვლოდ 115 000$-ს ითხოვენ.

მდიდრულ დასახლებებში ავტომობილით ყურადღების მიპყრობა რთულია, თუმცა Vetter Slash-ს ეს აუცილებლად გამოუვა. რა მანქანაა ეს? ჩვენი სტატიის გმირი კორპუსის ქვეშ C6 თაობის Corvette-ია. ის LS2 V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 115 000$-ის სანაცვლოდ კი მის ხელში ჩაგდებას შეძლებთ.

Slash-ის შექმნა მაიკ ვეტერის სახელს უკავშირდება. ამ ადამიანს რამდენიმე გიჟური ავტომობილი ჰყავს შექმნილი. ერთ-ერთი Extra-Terrerstrial Vehicle-ია (პირველივე სურათი ქვემოთ), რომელიც სახელს ამართლებს და უცხო ცივილიზაციის მანქანას მოგაგონებთ. თუ ETV ნელი და რთული სამართავია, Slash-ი საკმაოდ სწრაფია და მისი მართვა სასიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. 





განცხადების მიხედვით, ავტომობილის ოდომეტრზე 270 მილია (434 კმ) გამოსახული. მანქანას ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ქარხნული აქვს და არც ერთი ნაწილი არ არის მოხსნილი. ეს ასეთი მოდური ავტომობილისთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს. კორპუსის თითქმის ყველა პანელი Vetter-მა მინაბოჭკოსგან დაამზადა. „თვითმკვლელი“კარები საოცრად გამოიყურება და ავტომობილის მეტ დრამატულობას სძენს.

ინტერიერში ბევრი განსხვავებული ნაწილია თავმოყრილი. იქ სრულად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, „ტაბლეტის“ სტილის მულტიმედიის სისტემა და LED ნათურებით გაფორმებული კლიმატკონტროლია. 




ეს უცნაური გარეგნობის მოდელი 20-იან დისკებზე დგას. LS2 V8 კი ავტომატურ კოლოფთანაა დაწყვილებული. ყველა ეს დეტალი უამრავი წელი გაძლებს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც კორპუსის პანელები დაზიანდება? ასევე, საკმაოდ რთული იქნება ამ მაშუქებში ნათურების შეცვლაც.

შეიძენდით Vetter Slash-ს 115 000$-ის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები