Aa Aa
18 მაისი 2023  |  13:52

მილიონერმა McLaren Senna GTR-ი 57-ე სართულზე აატანინა

მულტიმილიონერმა თავისი $2-მილიონიანი McLaren Senna GTR-ი პენტჰაუზში, 57-ე სართულზე აატანინა.

34 წლის მულტიმილიონერმა, ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ადრიან პორტელიმ გადაწყვიტა, რომ ექსკლუზიური ავტომობილის თავის ბინაში დაყენება კარგი იდეა იქნებოდა.

პორტელი ავტომოყვარული და LMCT+ Group-ის ხელმძღვანელია. მან ახლახან პენტჰაუზი იყიდა, რომელშიც $39 მილიონი გადაიხადა.

„ეს სარბოლო ავტომობილია. მას ქუჩებში სასიარულოდ ვერ გამოიყენებ. უბრალოდ ქარხანაში იდგა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამსახურებული ადგილი მიმეჩინა“, - თქვა პორტელიმ.

„მე უბრალოდ ვთქვი, რომ პენტჰაუზი შევიძინე და მინდოდა ავტომობილი იქ მდგარიყო. მათ კი მითხრეს, რომ მოაგვარებდნენ და გააკეთეს“.

როცა ავტომობილი ჰაერში ასწიეს, გარშემო უამრავი მაყურებელი მოგროვდა. პორტელი ამ სანახაობას ღიმილით უყურებდა.

ერთი შეხედვით, თითქოს ავტომობილი უბრალოდ ჰაერში ასწიეს. სინამდვილეში, ამისთვის მომზადებას დიდი შრომა დასჭირდა.

მათ კორპუსის ერთი მხარე გადააკეთეს. რამდენიმე ფანჯარა ამოიღეს. როცა ავტომობილი ზემოთ ავიდა, იქ რამდენიმე ადამიანი სპეციალურ პლატფორმაზე დახვდა.

საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა McLaren Senna GTR, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 75 ეგზემპლარად არსებობს, $39-მილიონიან ბინაშია გაჩერებული.

გაზიარება: