ვიდეო: შვეულმფრენი სუპერქარებთან საშიშად დაბლა დაფრინავს
ერთ-ერთ ვიდეოში შვეულმფრენის საყრდენები Lamborghini-ს ღია კარის სიმაღლეზეა.
Nu Rally-მ მონტერეის საავტომობილო კვირეულზე სუპერქარებით გასეირნება დაგეგმა. სუპერქარებს შვეულმფრენი აცილებდა. თანაც საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე, რაც საშიში და უკანონოა, რა თქმა უნდა, თუ სპეციალური ნებართვა არ გაქვს.
View this post on Instagram
ვიდეოებში ჩანს, რომ შვეულმფრენი ზოგჯერ საკმაოდ დაბლა ეშვება და ფრთები ხეებთან და ავტომობილებთან საკმაოდ ახლოს მიდის.
სხვა ვიდეოში ჩანს, რომ შვეულმფრენი Lamborghini-ს თავზეა. მისი საყრდენები ავტომობილის ღია კარის სიმაღლეზეა.
View this post on Instagram
Nu Rally-მ მონაწილეობაში ავტომობილების მფლობელებს $1,000 გადაახდევინა. თითოეულ მათგანს სტუმრის მიყვანის უფლება ჰქონდა.
როგორ ადგილობრივი მედია იტყობინება, ფედერალურ საავიაციო სააგენტოში, ამ საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი უკვე შევიდა, თუმცა, დეტალები ცნობილი არ არის.