Aa Aa
11 სექტემბერი 2023  |  13:16

Lamborghini ჰიდრავლიკურ წნეხში - მისტერ ბისტმა Gallardo გაანადგურა

ეს ერთადერთი Lambo არ ყოფილა, რომელიც „იუთუბერის“ მიზნებს შეეწირა.

მისტერ ბისტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „იუთუბერია“. მისი ნამდვილი სახელი ჯეიმს სტეფენ დონალდსონია. ახლახან ამ ადამიანმა ხალხის ყურადღების მიპყრობა კიდევ ერთხელ მოახერხა. ამჯერად, მან ყველა ავტომოყვარულის ყურადღება მიიქცია. მან თავისი ახალი ვიდეოსთვის არა ერთი, არამედ ორი Lambo-ს შეწირვა გადაწყვიტა.

მის ასეთ გიჟურ წამოწყებას ნახვების მხრივ საოცარი შედეგი ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ დადებულ ვიდეოს ამჟამად 90 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოს საფინალო მომენტში მისტერ ბისტმა წითელი Lamborghini Gallardo უზარმაზარ ჰიდრავლიკურ წნეხში ჩაუშვა. ავტომოყვარულების კოშმარი!

თუმცა, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ორივე ავტომობილი ჩამოწერილი იყო. მოდელებში ძრავებიც არ იდო. ცარიელი კორპუსის ფასი კი არც ისე მაღალი გახლავთ.

მიესალმებით ასეთ პროექტებს YouTube-ზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: