Aa Aa
14 ნოემბერი 2023  |  12:26

„სათამაშო მანქანა“, რომლის ქუჩაში გადაადგილებაც ლეგალური და გასართობია!

ვიღაცამ პანდემიისას თავისი დრო „სათამაშო მანქანის“ უზარმაზარი ეგზემპლარის შექმნას დაუთმო.

ალბათ, ზოოპარკში, ვაკის პარკში, მუშთაიდის პარკში და სხვა მსგავს ადგილებში ბევრჯერ ყოფილხართ. ამ ადგილებში პატარა ავტომოყვარულების საყვარელი გასართობი „სათამაშო მანქანებია“. ეს მანქანები, რომლებსაც აშშ-ში „ბამპერ-მანქანებს“ უწოდებენ, ყველა ავტომოყვარულის ბავშვობაა. სწორედ ამიტომ, ვიღაც გადაწყვიტა „ბამპერ-მანქანის“ დიდი ეგზემპლარი შეექმნა. ეს ყოველივე პანდემიის პერიოდში!

ეს მანქანა 1953 წლის „სათამაშო მანქანაზეა“ შექმნილი, რომელიც პროექტის ავტორმა პენსილვანიის პარკისგან გამოისყიდა. ახლა მისი სიგრძე 3.9 მეტრია, ხოლო სიმაღლე 1.5 მეტრს სცდება.

კორპუსის შესაქმნელად მფლობელმა დიდი სამუშაო გასწია. იმისათვის, რომ კორპუსი მინა-ბოჭკოსგან დაემზადებინა პარკში მან 8 საათი დაყო. ყველა საჭირო დეტალი გაზომა. შემდეგ, სპეციალური მასალისგან კონცეპტუალური ფორმები შექმნა. მოკლედ, პანდემიისას დრო ნამდვილად ბევრი ჰქონდა.

„კაპოტის“ ქვეშ მანქანას Chevrolet Aveo-ს ძრავა აქვს. თუმცა, წინაწამყვანი „სათამაშოს“ ძრავა და გადაცემათა კოლოფი უკან გადაიტანეს. ზუსტად ისე, როგორც „სუპერქარებში“!

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ უზარმაზარი „ბამპერ-მანქანის“ ქუჩაში გადაადგილება ლეგალურია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანი ამ მანქანით გადაადგილებისას უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. ეს ყოველივე ბავშვურ ემოციებს აცოცხლებს.

გაზიარება: