$1,095,000-იანი Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი 40 წელი ავტოფარეხში იდგა
Aa
Aa

$1,095,000-იანი Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი 40 წელი ავტოფარეხში იდგა

ეს 1960 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი $1,095,000 ღირს!

ოჯახის წევრის დაკარგვის შემდეგ ფეხზე წამოდგომა ყოველთვის რთულია. ამ ოჯახს ყურადღების გადატანაში ის განძი დაეხმარა, რომელიც შემთხვევით გარდაცვლილის ავტოფარეხში აღმოაჩინეს. მილიონ დოლარიანი 1960 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი, რომელიც 40 წელი ავტოფარეხში იდგა და ცოტა ჰქონდა გავლილი.

ამ მანქანის ისტორია 1970-იანებში იწყება, როცა შუადასავლეთიდან კაცმა ძმის 300 SL Roadster-ი ატარა და მისით მოხიბლული დარჩა. მან ჩიკაგოში მანქანა 1976 წელს შეიძინა. 12 წლის შემდეგ, რაც ამ მანქანის გამოშვება შეწყდა. მის მფლობელობაში ავტომობილმა მხოლოდ 23428კმ გაიარა. 1980 წლის შემდეგ კი ავტოფარეხში ინახებოდა და მისთვითვის ხელიც არავის უხლია.

მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, მანქანა Gullwing Motor Cars-ის კლასიკური მანქანების სპეციალისტს მიჰყიდეს. სერიული ნომრის შემოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს 300SL ერთხელ იშვიათ Blaugrau (ლურჯ-ნაცრისფერ) ფერში იყო შეღებელი და სალონიც ლურჯი ფერის იყო. შემდეგ კი ის მფლობელს ვერცხლისფრად, სალონი კი შავად გადაუღებავს.

მიუხედავად ფასის შემამცირებელი ცვლილებებისა, რომელიც მანქანას წინა მფლობელმა გაუკეთა, ეს 300 SL ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ღირებული ავტომობილია. სულ 1,458 ცალი 300 SL Roadster-ი აიწყო. 1960 წლის მოდელი კი სულ 249 ეგზემპლარადაა. მისი დაბალი გარბენი და იშვიათობა, ამ მანქანას ნამდვილ მარგალიტად აქცევს. მისი ფასი $1,095,000-ია. ძნელია წარმოსადგენია, რომ ვინმე მსოფლიოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მანქანაში, რომელიც არ დადის, ამდენ თანხას გადაიხდის, მაგრამ  300SL ის მანქანაა, რომლის გაყიდვაც რთული ნამდვილად არ იქნება.  

მსგავსი სიახლეები