Aa Aa
30 სექტემბერი 2024  |  13:29

„Tesla დემოკრატიას ძირს უთხრის“ | ახალი ანგარიში

Tesla და ExxonMobil-ი იმ კომპანიების სიაში მოხვდნენ, რომლებიც „დემოკრატიას ძირს უთხრიან“. 

ადამიანის უფლებათა დარღვევა, პროფკავშირების საწინააღმდეგო პოზიცია, აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკის მხრიდან ულტრამემარჯვენე ლიდერების მხარდაჭერა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბრალდებების, რომელთა გამოც ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla „დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ“ კომპანიებს შორის დასახელდა. 

„სირცხვილის კედელზე“ ელექტრომობილების მწარმოებელ გიგანტთან ერთად ვხვდებით: Exxonmobil-ს, Amazon-ს, Meta-ს, Glencore -სა და კერძო საინვესტიციო ფირმა Blackstone-ს. 

უახლესი ანგარიში „საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციამ“ (ITUC) გამოაქვეყნა.  ამ სიაში Tesla-ს მოხვედრა, ნაწილობრივ, ამერიკული, გერმანული და შვედური პროფკავშირების დამსახურებაა. ITUC-ს ანგარიშმა ყურადღება პირადად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის პოზიციაზეც გაამახვილა და შეგვახსენა, რომ მილიარდერმა შვედ დასაქმებულებს, გაფიცვის გამო, „გიჟები“ უწოდა. 

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასკის მხარდაჭერად მემარჯვენე პოლიტიკური ლიდერებისადმი. როგორიცაა მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ამჟამინდელი კანდიდატი. ITUC-ის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული პლატფორმა X-ის საშუალებით, მასკმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თეთრკანიანი ნაციონალისტური, ანტისემიტური და ანტი LGBTQ+ საკითხებისადმი. პარალელურად, მასკის კიდევ ერთი კომპანია -Space-ი, Amazon-თან ერთად ცდილობდა „ამერიკის ეროვნული შრომითი ურთიერთობების საბჭო“ არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა. 

თუმცა ExxonMobil-ისგან განსხვავებით, ახალი ანგარიშში Tesla-ს ბრალეულობა კლიმატური ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით - მათ შორის კლიმატური კრიზისის წამახალისებელ აქტივობებში ინვესტირება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოსდაცვითი კანონების წინააღმდეგ ლობირება - არ იკვეთება. 

მიუხედავად ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, Tesla-ს ბატარეების მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნიკელის მომპოვებელ კომპანიებთან. ეს კომპანიები კი პირდაპირ კავშირშია ტყეების სწრაფ განადგურებასა და წყლის დაბინძურებასთან. 

გაზიარება: