ბიემვი, ბიემვი ემ5, ბუგატი შირონი, ლამბორგინი რევუელტო, კარიმ ბენზემა, როლს-როის სპექტრი
Aa
Aa

კარიმ ბენზემამ, ნახევარი დღის ხელფასით, BMW M5 შეიძინა

როდესაც კარიმ ბენზემა ხარ, ყოველდღიური შემოსავლით, თითქმის ყველაფრის ყიდვა შეგიძლია. ფრანგმა ფეხბურთელმა, ამჯერად, ბევრი ავტოენთუზიასტისთვის საყვარელი სედანის BMW M5-ის შეძენა გადაწყვიტა და მასში 145 000 ევრო გადაიხადა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ავტომობილის შეძენის შემდეგ, მას დღიური შემოსავლიდან, კიდევ 110 000 ევრო დარჩა.

2023 წელს საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადში“ გადასვლის შემდეგ, „მადრიდის რეალის“ ყოფილი ვარსკვლავის წლიური შემოსავალი 97 მილიონი დოლარია. შედეგად, ბენზემა დღიურად 265 000-ს გამოიმუშავებს. ასე რომ თუ ვინმე მთელი ცხოვრება ფულს აგროვებს, რომ თავისი საყვარელი BMW-ის მოდელი იყიდოს, ფეხბურთელისთვის ეს ერთი დღიური შენაძენია.

რა თქმა უნდა, BMW M5 სტანდარტული მდიდრული სედანი არაა. ტვინტურბო V8-ძრავიანი მონსტრი არის 725 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.5 წამში ჩქარდება. ეს მოდელი იდეალურია მათთვის, ვისაც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა უკვე ჰყავს, თუმცა რაღაც უფრო „ყოველდღიური“ სურს.

36 წლის ფეხბურთელის ახალი შენაძენი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ ავტოფარეხს შეუერთდება. ბენზემას საკუთრებაში უკვე არის 1 500 ცხენის ძალის მქონე Bugatti Chiron-ი, Lamborghini Revuelto-ს ჰიბრიდი ჰიპერქარი, Ferrari Purosangue, ელექტრო Rolls-Royce Spectre  და ა.შ.

 

მსგავსი სიახლეები