Mitsubishi 4000GT-ის რენდერი 3000GT-ს შთამომავალია
ამ მანქანას კომპანიის გადარჩენა შეეძლო.
თუ Mitsubishi-ს ხაზს გადახედავთ, მაშინ შეამჩნევთ, რომ რაღაც აკლია - სპორტული ავტომობილი. 90-იანებში Mitsubishi 3000GT-მ Ferrari-ც კი აანერვიულა. ეს ავტომობილი იმ დროისთვის ინოვაციური და ძალიან მძლავრი იყო. წინა წამყვანმა Eclipse-მა უფრო დიდხანს გაძლო. ავტომწარმოებელი ამჯერად ამ სახელს კროსოვერისთვის იყენებს. ინტერნეტში 4000GT-ს რენდერი გავრცელდა.
300GT-სგან განსხვავებით, ახალ რენდერზე გამოსახულ ავტომობილს თანამედროვე დიზაინი აქვს, თუმცა, 90-იანების შტრიხებიც შეიმჩნევა. ცვლილება წინა და უკანა კიდულებზე შეინიშნება. უკანა ნაწილი შემოკლდა, წინა კი დააგრძელეს და ახლა კუპეს უფრო სპორტული შეხედულება აქვს.
ავტომობილს ამოსაწევი წინა მაშუქები აქვს. უკანა მაშუქების დიზაინი განსხვავეულია. ადრე ცალ-ცალკე იყო. ახლა კი ერთიანია.
Mitsubishi ახლა რთულ მდგომარეობაშია. ალიანსმა, რომლის წევრიც Renault-ი და Nissan-ი არიან, გამოაცხადა, რომ ამ ბრენდებმა ერთმანეთში კონკურენცია უნდა შეწყვიტონ და მათ მთავარ პროდუქტებსა და ბაზრებზე ფოკუსირდნენ. ეს ყველაფერი 300GT-ის წარმოებაში დაბრუნების შანსებს ამცირებს.