მსოფლიო რეკორდი, ჰიპერქარი, ბუგატი, ბუგატი ვეირონი, ბუგატი შირონი სუპერ სპორტი
Aa
Aa

47 ერთეული Bugatti Veyron ლას-ვეგასში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად შეიკრიბა

ყოველდღე არ ვხედავთ Bugatti Veyron-ის 47 ეგზემპლარს, რომლებიც ერთ ლოკაციაზეა შეკრებილი და მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. თუმცა ზუსტად ეს მოხდა  2025 წლის Concours-ზე, Wynn Las Vegas-ში. ღონისძიებაზე, რომელიც Bugatti-ის რევოლუციური ჰიპერქარების პირველი გამოჩენიდან 20 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, Veyron-ის ყველაზე მასშტაბური შეკრების ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

2005 წელს, პირველივე გამოჩენიდან, Veyron-მა გლობალური ავტომწარმოებლებისთვის მაღალი ხარისხის მოდელების სტანდარტი აამაღლა. Bugatti-ის 8-ლიტრიანი W16 ძრავა, რომელიც ოთხი ტურბოჩარჯერით იყო აღჭურვილი, იმ დროისთვის წარმოუდგენელ 1 001 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მაქსიმალურ სიჩქარეზე 400 კმ/სთ-ს აჭარბებდა.

ეს იყო მსოფლიოში პირველი ნამდვილი ჰიპერქარი - ფუფუნებისა და წარმადობის ნაზავი, რომელსაც რეალური კონკურენტიც კი არ ჰყავდა. 2005 წელს ავტომწარმოებელმა მხოლოდ 450 ერთეული Veyron გამოუშვა, თითოეულის ინდივიდუალურად, ხელით აწყობა კი იმაზე ძვირიც კი დაუჯდა, რამდენადაც ეს ჰიპერქარები გაყიდა. საერთო ჯამში, 450 ეგზემპლარის წარმოებისა და კვლევების ხარჯმა $1.6 მილიარდს მიაღწია.

ამ საკულტო ისტორიას კი იდეალურად ასახავდა ის შეკრება, რომელიც მოდელის გაშვებიდან 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ორიგინალი შუაძრავიანი 16.4-დან დაწყებული რეკორდსმენი Super Sport-ით დამთავრებული, ლას-ვეგასში Veyron-ის თითქმის ყველა ვერსია ვიხილეთ. თან რაც მთავარია, თითქმის ყველა ავტომობილს Bugatti-ის La Maison Pur-ის სერტიფიკატი ჰქონდა, რომელიც მათ ავთენტურობას და ისტორიულ წარსულს ადასტურებდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები