აუქციონი, ჰონდა, ჰონდა ენესიქსი, შურისმაძიებლები, ფილმები, ჰოლივუდი
Aa
Aa

აუქციონზე რკინის კაცის Acura NSX-ი იყიდება

გახსოვთ 2012 წლის „შურისმაძიებლები“, სადაც ტონი სტარკი თავისი Audi R8-დან Acura NSX Roadster-ში გადაჯდა? დიახ, ეს დიდებული ავტომობილი ამჟამად აუქციონზეა გამოტანილი, რაც მარველის გულშემატკივრებისთვის კარგი შანსია — თანაც მთელი შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. 

მიუხედავად იმისა, რომ სუპერქარის ვიზუალი ყველაზე თანამედროვე NSX-ის ღია ვარიანტს მოგაგონებთ, კანქვეშ ის აბსოლუტურად განსხვავებულ სტრუქტურას მალავს. ეს ერთადერთი ეგზემპლარი ლოს-ანჯელესში მდებარე Acura Advanced Design Studio-ში დაპროექტდა, ხოლო ფიზიკურად კალიფორნიულმა Trans FX-მა ააწყო. ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ მანქანა თავად Acura-მ შეინარჩუნა და NSX-ის 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში გამოფინა.

ასევე იხილეთ: NSX-ის გიჟური ისტორია - როგორ გაანადგურა Ferrari და Lamborghini?

მიუხედავად იმისა, რომ თავისი დეკორატიული ფარებისა და სრულად დახშული ჰაერმიმღებების გამო Acura NSX Roadster-ი სტატიკურ პროტოტიპს ჰგავს, ფილმში გამოსაყენებლად ის სრულად ფუნქციური უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდისთვის, როდესაც მეორე თაობის NSX-ის სერიულ წარმოებამდე კიდევ ოთხი წელი რჩებოდა, Acura-ს სხვა გამოსავალი უნდა მოენახა. შესაბამისად, ფილმში გამოსაყენებელი მოდელის ბაზად პირველი თაობის Acura NSX-ი აიღეს.

აუქციონზე რკინის კაცის Acura NSX-ი იყიდება — ფოტო 1
აუქციონზე რკინის კაცის Acura NSX-ი იყიდება — ფოტო 2
აუქციონზე რკინის კაცის Acura NSX-ი იყიდება — ფოტო 3
აუქციონზე რკინის კაცის Acura NSX-ი იყიდება — ფოტო 4

2011 წლის NSX Concept-ით შთაგონებული ეს მანქანა ხელნაკეთ, უნიკალურ ძარას ატარებს. გასათვალისწინებელია, რომ სერიული მოდელის დიზაინი მხოლოდ 2015 წელს წარადგინეს და თანაც, მეორე თაობის NSX-ი როდსტერის ძარით არასდროს გამოშვებულა. სწორედ ამიტომ, აუქციონზე გამოტანილი ეს მანქანა საავტომობილო ისტორიის უნიკალური არტეფაქტია. მანქანას სახურავი საერთოდ არ აქვს, ხოლო საქარე მინა Chrysler PT Cruiser-ისგან არის აღებული. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ნიუ-იორკის სარეგისტრაციო ნომერი — „STARK 33-ია“, რომელიც ფილმში გამოიყენებოდა.

სალონი კიდევ უფრო საინტერესოა, ვიდრე ექსტერიერი. აქ გვხვდება სპორტული სავარძლები და პირველი თაობის NSX-იდან უშუალოდ გადმოტანილი მაჩვენებელთა დაფა. ეს ხსნის იმას, თუ რატომ არის ფილმის კადრებში კამერის კუთხეები ასე დაკვირვებით შერჩეული და ძირითადად ექსტერიერზე ორიენტირებული. თუმცა, თუ ჩვენ გვკითხავთ, დახრილ ცენტრალურ კონსოლში, ფიზიკურ ღილაკებსა და სენსორული ეკრანების არარსებობაში ცუდი აბსოლუტურად არაფერია!

ასევე იხილეთ: სანაძლეოდან NSX-ის შეძენამდე - ავტოპორტრეტი

კაპოტის ქვეშ, უახლესი მოდელის ჰიბრიდული აგრეგატის ნაცვლად, პირველი თაობის NSX-ის ატმოსფერული 3.0-ლიტრიანი VTEC V6 ძრავი იმალება. აღსანიშნავია, რომ ეს აგრეგატი 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ღერძს გადასცემს.

ერთადერთი რეალური პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებრივ გზებზე ამ მოდელით კანონიერად ვერ ივლით...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მერაბ დვალიშვილის დამარცხებისთვის იანს 500 000$-იან ავტომობილს გადასცემენ
    მერაბ დვალიშვილის დამარცხებისთვის იანს 500 000$-იან ავტომობილს გადასცემენ