საავტომობილო გზები, გზების რეაბილიტაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შეზღუდვები გზებზე
Aa
Aa

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.

დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.

წყარო: BPN.GE

ასევე იხილეთ: მსოფლიოში ყველაზე საშიში გზები, რომელზეც არ უნდა გაიაროთ!

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები