ავტოკოლექცია, ბუგატი, კრიშტიანუ რონალდუ, ბუგატი შირონი, მაკლარენ სენა
Aa
Aa

„40 ან 41, არ მახსოვს“ | კრიშტიანუ რონალდუს ავტომობილების რაოდენობა კვლავ აერია

Real Madrid-ის ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო ინტერვიუს დროს აღიარა, რომ მას ფაქტობრივად ყველაფრის შეძენა შეუძლია, რაც სურს, თუმცა ამის სურვილი უბრალოდ აღარ აქვს. ეს მარტივი ასახსნელიცაა იმ ფაქტით, რომ პორტუგალიელი საუდის არაბეთში წლიურად $280 მილიონს გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ „საყიდლებისგან თავს იკავებს“, სუპერქარებით გატაცება ფეხბურთელს მაინც არ მოუშლია. მის ავტოფარეხში არაერთი უიშვიათესი მოდელი გხვდება, მათ შორის Bugatti Centodieci, რომელიც მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს, ასევე 2019 წლის McLaren Senna, 2017 წლის Bugatti Chiron და სხვა მოდელები. რეალურად კი, ამ ავტომობილების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ კრიშტიანუს თვლაც კი აერია.

YouTube არხზე გამოქვეყნებულ პოდკასტში, რონალდუს თავისი ავტომობილების შესახებ შეკითხვა პრის მორგანმა დაუსვა. კრიშტიანუს კი, რომელიც რამდენიმე გამოცემის თანახმად უკვე მილიარდერის სტატუსსაც ფლობს, ავტომობილების ჩამოთვლისას რაოდენობა აერია. „არ ვიცი... 41, 40. არ ვიცი“, - თქვა მან.

„გუშინ სახლში ჩემი ახალი BMW-ით დავბრუნდი, თუმცა საუდის არაბეთში ავტომობილი დაახლოებით ექვსი თვეა არ მიმართავს“, - განაცხადა რონალდუმ და განმარტა, რომ მისი გრაფიკი იმდენად დატვირთულია, რომ თავისი ჰიპერქარებით მართვის დროც კი აღარ აქვს. მისი თქმით, ავტომობილები ძირითადად ინვესტიციაა და ახლა ის უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ თავის „კომპანიის“ მანქანას, BMW-ის მართავს.

თუმცა აღარაფერია გასაკვირია, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რაც რონალდუმ თავისი ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავის შეძენა მხოლოდ აუცილებლობით გაამართლა. „[თვითმფრინავს] იმიტომ ვყიდულობ, რომ მჭირდება. მე სტანდარტული ადამიანი არ ვარ, აეროპორტში ყოფნა არ შემიძლია. შესაბამისად მჭირდება, რომ ის ვიყიდო“, - განმარტა რონალდუმ. და თუ დაუკვირდებით, უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ ლოგიკურია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები