სუპერქარები, პროტოტიპები, ლოტუსი, ჯენერალ მოტორსი, კორვეტი, კორვეტი ზეტერ1, უნიკალური ავტომობილი
Aa
Aa

Lotus-მა ZR1-ის ეს პროტოტიპი „სასიკვდილოდ გაწირა“ | როგორ გამოიყურება ის ახლა?

Corvette ZR1 და ZRX, რომ ნამდვილი სუპერქარებია, დღეს ამის შესახებ არავინ დავობს. თუმცა იყო დრო, როდესაც General Motors-მა Ferrari-სა და Lamborghini-ისთან კონკურენციის გაწევა გადაწყვიტა და ცდების ჩატარებაც დაიწყო.  ეს საპასუხისმგებლო მისია 25 წლის წინ C4 ZR1-ის პროტოტიპს დაეკისრა, რომელიც ახლა აუქციონზე იყიდება.

თუმცა განსხვავებით სხვა პროტოტიპებისგან, რომელთაც მუზეუმში გადაინაცვლეს, ამ C4 ZR1-ს სრულად განსხვავებული ბედი ხვდა წილად. ავტომობილი გაერთიანებულ სამეფოში მიტოვებული იპოვეს და დაახლოებით რვა წლის განმავლობაში მის „გადასარჩენად“ მუშაობდნენ. ეს Vette კი, თავის დროზე Lotus Engineering-მა გაწირა, რომელიც მაშინ General Motors-ის საკუთრებაში შედიოდა.

Lotus Engineering-მა ZR1-ის DOHC LT5 V8 ძრავა შეიმუშავა, რომლისთვისაც საკიდრის გამძლეობა უნდა გამოეცადა. 1980-იანი წლების ბოლოს ბრიტანელებს რამდენიმე სატესტო მანქანა ჰყავდათ. ეს მანქანები კი, პროექტის დასრულების შემდგომ, გასანადგურებლად იყვნენ განკუთვნილნი. ამის მიუხედავად, მათი ნაწილი გადარჩა, თუმცა ძირითადად ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც ფოტოზე ხედავთ.

1990-იან წლებში Corvette მაიკ იეიგერმა გადაარჩინა, აშშ-ში დააბრუნა და რაც მთავარია, C4 ახალივით აღადგინა. ეს ერთ-ერთი ეგზემპლარია იმ 84 ერთეული ZR1 Corvette-დან, რომლებიც 1989 წელს საინჟინრო, მექანიკური ტესტირებისა და მედია ჩვენებებისთვის შეიქმნა.

ახლა LT5-ის ძრავიდან წამოსული 375 ცხენის ძალით, Corvette სტანდარტულ 240 ცხენის ძალის მქონე C4-ებთან შედარებით მძლავრია და მაქსიმალურ სიჩქარეს 290 კმ/სთ-ზე აღწევს. მისი ისტორიიდან გამომდინარე კი, გასაკვირი არაა რომ წარმოუდგენლად დაბალი გარბენიც აქვს. ამ შესაძლებლობებით C4 აუქციონზეა გატანილი და $250 ათასად იყიდება. მაგრამ ამ ფასად თქვენ 2026 წლის ZR1-ის შეძენაც შეგიძლიათ, ასე რომ არჩევანი თქვენზეა.

 

მსგავსი სიახლეები