Tesla, ჩინეთი, ელექტრომობილები, Xiaomi, Tesla Model Y, ტესლა, Xiaomi YU7
Aa
Aa

რთული ოქტომბერი ტესლასთვის | Model Y-ს გაყიდებში Xiaomi YU7-მა აჯობა

2025 წლის ოქტომბერი Tesla-ს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რასაც Xiaomi-ს მიერ მიყენებული დარტყმაც დაემატა.

Model Y-ს გამოსვლიდან პირველად, ჩინეთის ბაზარზე ტესლას ქროსოვერმა პირველობა დაკარგა და პოდიუმის მწვერვალი ჩინური კომპანიის ფლაგმანმა YU7-მა დაიკავა. 


Xiaomi-ს გაყიდვებმა ახალ სიმაღლეს მიაღწია, ხოლო ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის ანალოგიური მაჩვენებლი ბოლო ორი წლის უდაბლეს ნიშნულამდე დაეცა. 

გასულ თვეში Xiaomi-მ 48654 ავტომობილი გაყიდა, რომელთაგანაც YU7 33662 ერთეული იყო. რაც შეეხება კონკურენტს, ტესლას ორი ყველაზე პოპულარული მოდელის — Model Y-სა და Model 3-ის ჯამურმა გაყიდვებმა 26006 ერთეული შეადგინა. ეს საგანგაშო მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ შარშანდელთან შედარებით 36%-იანი კლებაა, როცა ელექტრომობილების ბაზარზე ჯერ კიდევ ბუმი შეინიშნება. 

Model Y L - უფრო გრძელი ვერსია უნდა ყოფილიყო გასაღები, რომელიც ახალი ნაპერწკალი იქნებოდა — თითქოს, ყველაფერი ამას მოასწავებდა, რადგან სექტემბერი Tesla-სთვის მომგებიანი თვე გამოვიდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიახლე ბაზარს მალევე მობეზრდა. 

მძიმე ოქტომბერი ერთჯერადი ფეხის დაცდენა სულაც არ არის. Tesla-ს მდგომარეობა მძიმედ გამოიყურება არამხოლოდ ჩინურ ბაზარზე, არამედ ევროპაშიც და ამავეს თქმა ახალ მოდელებზეც შეიძლება. Cybertruck პოპულარობას იმაზე ნელა იხვეჭს, ვიდრე ამას მისგან მოელოდნენ და თანდათან, ელექტრონული პიკაპების ბაზარიც უფრო და უფრო კონკურენტული ხდება.  

ჩინური ავტომწარმოებლების ელექტრომობილები მუდმივი ინოვაციებითა და ხელმისაწვდომი ფასებით უფრო და უფრო მეტი მომხმარებლის გულს იგებს, როცა Tesla, თითქოს, ერთ ადგილზე ზედმეტად დიდი ხნით გაჩერდა. ბაზარზე, რომლის ერთ-ერთი შემქმნელი და ფლაგმანი ერთ დროს თავად იყო, ამერიკული კომპანიის წილი თანდათან მცირდება. 

მსგავსი სიახლეები