„2003 წლის და მეორადი“ | კრისტიან ბეილის წარმოუდგენლად თავმდაბალი ავტომობილი
კრისტიან ბეილის მიერ შესრულებული როლებიდან ყველა თავისებურად გამორჩეულია. თუმცა როდესაც საქმე საკულტო ავტომობილებს ეხებათ, ყველას პირველ რიგში მისი „ბეტმობილი“ გვახსენდება. ანდაც Lamborghini Murcielago, რომელსაც ის „ბრუს ვეინად ყოფნის“ პერიოდში მართავდა ხოლმე.
ამ ავტომობილების ფონზე, ალბათ რთულად წარმოსადგენია, რომ რეალურ ცხოვრებაში მსახიობი უპირატესობას ერთ ჩვეულებრივ მოდელს ანიჭებს და ყოველდღიურად, წარმოუდგენლად თავმდაბალი ავტომობილითაც გადაადგილდება. ეს მოდელი კი მოკრძალებული 2003 წლის Toyota Tacoma-ია, რომელიც ახალიც კი არაა და მას მსახიობი 20 წელზე მეტია უკვე რაც ფლობს.

მაგრამ ამ ყველაფერს თავისი მიზეზებიც აქვს. Tacoma-ს მიმართ სიყვარულზე, ფილმის - „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ - ერთ-ერთ ღონისძიებაზე კრისტიან ბეილმა და მეტ დეიმონმა ისაუბრეს. ინტერვიუსას მას ჟურნალისტმა შემდეგი კითხვით მიმართა: „არ ფიქრობთ, რომ გასაკვირია, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ყველაზე ლამაზ ავტომობილებს მართავენ?“, რაზეც ბეილმა ხუმრობით უპასუხა: „რას ამბობთ, ანუ Tacoma ყველაზე კარგი ავტომობილი არ არის?“.
ხოლო როდესაც ინტერვიუერმა შეცდომით მისი პიკაპი 2006 წლის მოდელად მოიხსენია, მსახიობმა ის მაშინვე შეასწორა: „2003 წლის, დიდი მადლობა. და მეორადი!“
ბეილმა განმარტა, რომ ის ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეცვალოს ავტომობილი მაშინ, როდესაც ის კვლავ მუშაობს. და ის არც ერთადერთია, იმ მდიდარ ადამიანებს შორის, რომელიც ამ აზრს იზიარებს. მაგალითად, მარკ ცუკერბერგი თავისი მდიდრული კოლექციის მიუხედავად, წლები ყოველდღიურად Honda Fit-ს მართავდა. ხოლო უორენ ბაფეტს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, კვლავ 2014 წლის Cadillac XTS ჰყავს.