BMW მამაკაცს, რომელსაც მანქანის კარში თითი ჩაჰყვა, $2 მილიონს გადაუხდის
BMW-მ ვერ შეძლო შეეცვალა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შეცვლა, რომელთაც კომპანიას პირისთვის, რომელსაც X5-ის კარში თითი ჩაჰყვა, $2 მილიონის გადახდა დააკისრა. თუმცა საქმე ბევრად უფრო სერიოზულია. სინამდვილეში, BMW-ის მძღოლს, კარის რბილი დახურვის მექანიზმმა ცერა თითის ნაწილი მოაჭრა.
გერმანულ ავტომწარმოებელს ახლა თანხის გადახდა მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ BMW აქტიურად ცდილობდა ამ შემთხვევიდან პასუხისმგებლობა ჩამოეშორებინა და ამტკიცებდა, რომ ეს თავად მძღოლის შეცდომა იყო.

თითქმის ათი წლის წინ ნიუ-იორკის მკვიდრმა გოდვინ ბოატენგმა მარჯვენა ცერა თითის ნაწილი დაკარგა. 2016 წლის ივლისში, როდესაც 2013 წლის BMW X5-ის კარის ჩარჩოზე ხელი ედო, ის მოულოდნელად დაიკეტა და თითი ნაწილობრივ მოიყოლა. BMW-მ ავტომობილი შეამოწმა და დაასკვნა, რომ მის კარის დახურვის მექანიზმს არანაირი დეფექტი არ ჰქონდა. შესაბამისად, ინციდენტზე პასუხისმგებლობაც არ ეკისრებოდა. თუმცა ბოატენგმა BMW-ის უჩივლა და კომპენსაცია მოითხოვა.
2024 წლის შუა პერიოდში საქმე საბოლოოდ სასამართლოს გადაეცა და ნაფიცმა მსაჯულებმა გერმანულ კომპანიას $1.9 მილიონის გადახდა დააკისრეს. ეს თანხა მოიცავდა $800 000-ს წარსულში მიღებული ტკივილისა და ტანჯვისთვის, $850 000-საც მომავლისთვის და $255 000-ს წარსული დაკარგული შემოსავლისთვის.

ბოატენგმა სარჩელში განაცხადა, რომ BMW-ს რბილი დახურვის მექანიზმის მქონე კარები საშიში იყო, რადგან გვერდითი ფანჯრებისგან განსხვავებით, ისინი სენსორებს ობიექტის აღსაქმელად არ იყენებენ. BMW-ს სააპელაციო მცდელობები კი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან სასამართლო დაეთანხმა თავდაპირველ გადაწყვეტილებას და უარი თქვა საქმის ხელახლა განხილვაზე, რადგან დაადგინა, რომ კომპანიას არსებული რისკის შესახებ მომხმარებელი უნდა გაეფრთხილებინა.