სუპერქარი, ბუგატი, ბუგატი შირონი, მატე რიმაცი
Aa
Aa

მატე რიმაცის პასუხი მძღოლს, რომელსაც Chiron-ის 3D ნაწილებით აღდგენა სურდა

ფლორიდაში მცხოვრები მამაკაცი ალექს გონსალესი, რომელსაც Bugatti-ის "შავ სიაში" მყოფი ავტომობილის შეძენა სურდა ამტკიცებს, რომ მას თავად კომპანიის CEO მატე რიმაცი დაუკავშირდა. საუბარია Bugatti Chiron Pur Sport-ის დაზიანებულ მოდელზე, რომელიც კომპანიას "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი, რაც ნიშნავს, რომ მისი შეკეთებისა და შეძენის უფლებას არ გასცემდა.

იმედგაცრუებულმა გონსალესმა Bugatti-ის ავტომობილის "შავი სიიდან" ამოსაღებად 24-საათიანი ულტიმატუმი წამოუყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ 3-დ ნაწილებს, რომლებიც Chiron-ის შესაკეთებლად იყო საჭირო, თავად დაამზადებდა. ეს მუქარა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

შემდეგ კი მოულოდნელი რაღაც მოხდა. როგორც გონსალესი ამტკიცებს, მან შეტყობინება პირდაპირ Bugatti-ის აღმასრულებელი დირექტორისგან, მატე რიმაცისგან მიიღო. რიმაცმა კი მას ძალიან მარტივად აუხსნა, თუ რატომ არ გამოადგებოდა Bugatti-ის 3-დ კომპონენტების დამზადება. როგორც რიმაცმა გონსალესს უთხრა, ავტომობილის გადაცემათა კოლოფი და კარბონის მონოკოკი სავარაუდოდ დაზიანებულია და მათი დაბეჭდვა შეუძლებელია. ისევე როგორც მაშუქებისადა ძარის პანელების.

თუმცა ყველაზე ეკონომიური გზით ამ პრობლემის მოგვარებაც შესთავაზა. იმავე შეტყობინებაში, რიმაცმა გონსალესს უთხრა, რომ მათი მიზანი არა ავტომობილის დაბლოკვა, არამედ მისი სრულფასოვნად შეკეთება იყო, რეალური ნაწილებით, იმპროვიზებულიც ნაცვლად.

გონსალესს დანარჩენი დეტალები მათი საუბრის შესახებ არ გაუმხელია, თუმცა თქვა, რომ ავტომობილი "შავ სიაში" აღარ იყო. ის და რიმაცი ასევე შეთანხმდნენ, რომ მანქანის აღდგენისა და გზებზე დასაბრუნებლად რეალისტურ გზას იპოვიან.

მსგავსი სიახლეები