სუპერქარი, მეორადი ავტომობილები, კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტ კორვეტი ზეტარ1
Aa
Aa

Chevrolet-მა ამ ZR1-ისთვის გარანტია გააუქმა | თუმცა მფლობელის გეგმები მაინც ვერ ჩაშალა

1 064 ცხენის ძალის მქონე Chevrolet C8 Corvette ZR1 ავტომოყვარულთა დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან ის გვთავაზობს ისეთ დონეს, რომელიც ოდესღაც ამერიკული სუპერქარებისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. იმისთვის, რომ ავტომობილის სწრაფი გადაყიდვები მარტივი მოგების გზად არ იქცეს, ავტომწარმოებელმა უცნაურ ტექნიკას მიმართა. მან განაცხადა, რომ ნებისმიერი ZR1-ისთვის, რომელიც მისი თავდაპირველი შეძენიდან 12 თვის განმავლობაში გაიყიდება, გარანტია გაუქმდება.

თუმცა არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ავტომობილის შეძენის მსურველები ვერც ამ პრაქტიკამ შეაჩერა და უფრო მეტიც, ნაწილი მასში საკმაოდ მაღალ ფასსაც იხდის. ეს კონკრეტული მოდელი 2026 წლის Corvette ZR1-ია, რომელსაც ოდომეტრზე მხოლოდ 10 კილომეტრი აწერია. ავტომობილის საბაზისო ფასი 191 400 აშშ დოლარი იყო, რომელიც ასევე მოიცავდა $27,350-იან ZTK Performance Track პაკეტს - ეს გულისხმობს კარბონის კერამიკულ მუხრუჭებს, მაღალი ხარისხის საკიდარს და ექსტრემალურ აეროდინამიკურ დამატებებს, როგორიცაა მაღალი უკანა ფრთა, წინა სპლიტერი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ Vette-ის Jet Black საღებავი ფერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული არჩევანია, პირველმა მფლობელმა მანქანის „შელამაზება“ მაინც მოასწრო. მათ შორის დაამატა მკვეთრი ფერის Edge Blue-ის სარბოლო ზოლები და 20 და 21-ინჩიანი ალუმინის დისკები, რომლებიც სპეციალურად ZR1-ისთვის შემუშავებული Michelin Pilot Sport Cup 2 R-ის საბურავებშია გახვეული.

რაც შეეხება სალონს, აქ პირველ რიგში ყურადღებას GT2-ის სავარძლები იქცევს, რომლებიც Jet Black Nappa ტყავისგანაა გაფორმებული, Santorini Blue ნაკერებით და უსაფრთხოების ღვედებით. ამას დამატებული Bose-ს აუდიო სისტემა და 6.6-ინჩიანი დისპლეი, რომელიც დამონტაჟებულია ცენტრალური 14-ინჩიანი ციფრული პანელის მარცხნივ, რაც უფრო სუფთა და თანმიმდევრულ სალონის განლაგებას ქმნის.

ეს ეგზემპლარი აუქციონზე $220 000-ად იყო განთავსებული. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ახლა გარანტიაც კი აღარ აქვს, მან თავდაპირველ მფლობელს მაინც $70 000-იანი მოგება მოუტანა და $290 000-ად გაიყიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები