ეს Bugatti მხოლოდ 60 ერთეულად არსებობს | ახლა მისი შეძენა თქვენც შეგიძლიათ
ულტრაიშვიათი Bugatti, რომელიც მხოლოდ 60 ეგზემპლარად არსებობს, ახლა გასაყიდად eBay-ზეა გამოტანილი და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უბრალოდ ყველას ეს ცოტა არ იყოს გაუჭირდება, რადგან ავტომობილის საწყის ფასად $5,999,999-ია მითითებული.

თუმცა რთულია ამ 2021 წლის Bugatti Chiron Pur Sport-ის ფასზე რაიმე თქვა მისი ექსკლუზიურობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სუპერქარს სულ რაღაც 7 000 კილომეტრი თუ აქვს დაფარული. ამას ემატება ავტომობილის ვიზუალური გაფორმებები, როგორიცაა ოქროსფერი ნაწილები კორპუსსა და დისკებზე.
Pur Sport რეალურად Chiron-ის ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა შედარებით უფრო მსუბუქი და რიგი განახლებებით. მათ შორისაა 8-ლიტრიანი კვად-ტურბო W16 ძრავა, რომელიც 1 479 ცხენის ძალას და 1 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, სუპერქარი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.3 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-ზე გამოიმუშავებს.

თუმცა ეს ყველაფერი მაინც ბადებს კითხვას - ამართლებს თუ არა სუპერქარი თავის $6-მილიონიან შეფასებას? მაგრამ, მსგავსი შესაძლებლობებით და დაბალი გარბენით მსგავსი სუპერქარის პოვნა არც ისეთი მარტივია. თანაც eBay-ზე იშვიათად, რომ მსგავსად ძვირად ღირებულ ლოტებს გადავაწყდეთ, თუმცა იშვიათად ასეც ხდება.