კლასიკური ავტომობილები, ბიემვი, ბიემვი ემ3, ბიემვი ემი, ბიემვი ემ3 ე36, ბიემვი ემ3 ე30
Aa
Aa

ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ | რატომ ღირს „ყალბი“ Lightweight ახალ M4-ზე ძვირი?

დღეს BMW-ის სადილეროში სტუმრობა და ახალი M3-ით სახლში დაბრუნება, $80 000-ზე ოდნავ დაბალ ფასადაც შეგიძლიათ. შემოთავაზებული მახასიათებლების გათვალისწინებით, დღევანდელ ბაზარზე ეს სამართლიან შეთავაზებად ითვლება. მაგრამ ამის მიუხედავადაც, ბევრი ავტომოყვარული მის კლასიკურ ვერსიებს ანიჭებს უპირატესობას და თან, მასში ბევრად უფრო მეტ თანხასაც იხდის. ამ შემთხვევაში კი საქმე ისეთ ავტომობილს ეხება, რომელიც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში უძრავად გაჩერებული იდგა.

თქვენ წინაშე საოცრად კარგად შემონახული, დაბალი გარბენის მქონე დროის კაფსულია, რომელსაც შემთხვევით M ემბლემა აქვს. სჯობს არც სათადარიგო სტიკერებმა შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგან ეს მოდელი არც უიშვიათესი E36 M3 Lightweight არ გახლავთ. ეს რეალურად 1995 წლის  BMW M3-ია, 6 000 კილომეტრზე დაბალი გარბენით ოდომეტრზე და Bring a Trailer-ზე შემოთავაზებული $85 000-იანი შეფასებით.

მართალია, E30 M3 ნამდვილი კოლექციონერების ფავორიტი გახდა, თუმცა E36-ის სუფთა მოდელებიც არანაკლებ სიმპათიას იმსახურებენ. ქარხნული E30 M3-ის ფასის ზრდასთან ერთად კი, დაბალი გარბენის E36-ების ფასიც წლების გასვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება. ამ E36 M3-ის ქარხნულობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ის ასეთ დიდ ფასად იყიდება. როგორც ჩანს, წლები მოდელი პირვანდელ მფლობელთან ინახებოდა და შესაშურ მდგომარეობაშიცაა შენარჩუნებული.

როგორც გითხარით, E36 M3 Lightweight-ით შთაგონებული სტიკერების გარდა, მოდელი სრულად ქარხნულია. Alpine White-ის ფერში, 17-ინჩიან დისკებზე და ღია ნაცრისფერი, Nappa-ს ტყავის სალონით. ქარხნული აღჭურვილობა მოიცავს AM/FM რადიოს, კრუიზ კონტროლს და რაც მთავარია, 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს. სიმძლავრე 3-ლიტრიანი ატმოსფერული 6-ცილინდრიანი ძრავიდან მოდის, რომელიც 240 ცხენის ძალას და 305 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სერვისის დეტალები აუქციონის ვებგვერდზე სრულად არაა მოცემული, თუმცა გარეგანი დათვალიერებით, მას სათანადოდაც უვლიდნენ.

პირველმა მფლობელმა ამ ავტომობილში 1995 წელს სავარაუდოდ $42 500 გადაიხადა. ინფლაციის გათვალისწინებით, ეს დღეს დაახლოებით 90 377 აშშ დოლარია, რაც ახალ M4-ზე, რომლის საწყისი ფასი ოფციების გარეშე 8 300 აშშ დოლარია, ძვირია. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები