საპატრულო პოლიცია, უცნაური
Aa
Aa

პოლიციელებს, გზატკეცილზე ძროხის დასაჭერად ნამდვილი კოვბოის დახმარება დასჭირდათ

ოკლაჰომაში სამართალდამცველებს ახალი დამხმარე ჰყავთ. განსაკუთრებით გამოსადეგი კი ის მაშინაა, როდესაც გზატკეცილზე რომელიმე ცხოველის, თუნდაც ძროხის დაჭერა დაგჭირდებათ. სწორედ მსგავსი საქმისთვის მოუხდათ პოლიციელებს ნამდვილი კოვბოის გამოძახება, რადგან ძროხას თავად ვერაფერი მოუხერხეს.

ქაოსი მაშინ დაიწყო, როცა ძროხა პირუტყვის მისაბმელიდან გაიქცა და პირდაპირ გზატკეცილზე გადავიდა, რამაც მოძრაობა მოულოდნელად შეაჩერა. საპატრულო მანქანებმა მისი დაჭერა ვერ მოახერხეს და პირიქით, ყველა მცდელობა საქმეს უფრო ართულებდა.

პოლიციელები მალევე მიხვდნენ, რომ სიტუაცია სხვა, მათზე გამოცდილი გუნდის ჩართვას საჭიროებდა, რაზეც დეპარტამენტს აცნობეს. დეპარტამენტმა კი ადგილობრივი კოვბოი გამოგზავნა, რომელიც ადგილზე თავისი ცხენით მოვიდა და გაქცეული ცხოველიც წამებში დაიჭირა. შემდგომ ის უსაფრთხოდ დააბრუნეს ტრეილერშიც.

მსგავსი სიახლეები