რეიტინგი, ფორმულა 1, ფერარი, რედ ბული, მერსედეს აიემჯი
Aa
Aa

Formula 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდები

Formula 1 ახალ ფინანსურ სიმაღლეებს იპყრობს. ახლა, ჩემპიონატის ათივე გუნდის ღირებულება სულ მცირე $1.5 მილიარდს უტოლდება - რაც საშუალოდ $3.6 მილიარდია და დაახლოებით 89%-ით უფრო მეტია 2023 წლის მონაცემთან შედარებით. შედეგად, F1-ის ზოგიერთი გუნდი ახლა უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე NFL-ის, NBA-ს, MLB-ის და NHL-ის წამყვანი ფრენჩაიზები.

საინტერესოა, რომ ბოლო სეზონების წარუმატებლობებისა და ჩავარდნების მიუხედავადაც, Formula 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების 2025 წლის რეიტინგში, სათავეში Ferrari და Mercedes არიან მოქცეულნი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მალე Mercedes-ს ახალი ფინანსური წყაროც გამოუჩნდება, რადგან ტოტო ვულფი გუნდში თავისი აქციების მცირე ნაწილს ყიდის - მოლაპარაკებებს ვულფი სწორედ Mercedes-ის $6-მილიარდიანი ღირებულებით აწარმოებს. აქციების სავარაუდო შემსყიდველად CrowdStrike-ის თანადამფუძნებელი ჯორჯ კარცი განიხილება.

$6-მილიარდიანი შეფასებით, Mercedes 2025 წლისთვის მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია და მას მხოლოდ Ferrari ასწრებს. Ferrari წელს $6.5 მილიარდადაა შეფასებული. საინტერესოა, რომ გუნდების საშუალო შემოსავალმა გასულ წელს $430 მილიონი შეადგინა.

ცნობისთვის, 2024 წელს მოგებაზე F1-ის ექვსი გუნდი გავიდა. ეს კი უზარმაზარი ცვლილებაა 2021 წლის ხარჯების ლიმიტით, რომელიც ავტომობილების განვითარების ხარჯებს დაახლოებით $170 მილიონამდე ზღუდავს. Mercedes-მა $202 მილიონის ოპერაციული მოგება დოლარი მიიღო, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ კლუბებს შორის აქცევს. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ McLaren-მა 2018 წელს $137 მილიონის ზარალი მიიღო, 2024 წელს $61 მილიონის მოგება მიიღო.

Formula 1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები 2025 წლისთვის:

  1. Ferrari - $6.5 მილიარდი
  2. Mercedes - $6 მილიარდი
  3. McLaren - $4.4 მილიარდი
  4. Red Bull Racing - $4.35 მილიარდი
  5. Aston Martin – $3.2 მილიარდი
  6. Williams - $2.5 მილიარდი
  7. Alpine - $2.45 მილიარდი
  8. Sauber - $2.4 მილიარდი
  9. Racing Bulls - $2.3 მილიარდი
  10. Haas - $1.5 მილიარდი

მსგავსი სიახლეები