ელექტრომობილი, ჰიპერქარი, ასპარკ ოული, ასპარკ ოული როდსტერი
Aa
Aa

Aspark Owl-ი დაბრუნდა | 2 000-მდე ცხენის ძალა და 0-დან 100-მდე 1.78 წამში

Owl-ი ავტომოყვარულთა განცვიფრებას ყოველთვის ახერხებს. ამჯერად კი ჩვენ წინაშე 1 926 ცხენის ძალის მქონე Aspark-ია, იაპონური ჰიპერელექტრომობილი, სახურავის გარეშე, რომელიც 0-და 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 1.78 წამში ჩქარდება.

რა დაგხვდებათ ამ მოდელში? ოთხი ჩუმი, ელექტრიფიცირებული ძრავა (რა თქმა უნდა, 4x4-ით) 69 კვტ/სთ-ის მქონე აკუმულატორი 800-ვოლტიანი არქიტექტურით და სრულად კარბონის კორპუსი. ამ მოდელს მოძრავი უკანა ფრთის სახით აქტიური აეროდინამიკა გამოარჩევს, ასევე აქვს დაბალი წინაღობის სპეციფიკაცია და რეგულირებადი კლირენსი.

წარმოდგენილი შესაძლებლობებით, Aspark Owl Roadster-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 1.78 წამში ჩქარდება, 200 კმ/სთ-ს 4.7 წამში, ხოლო 300 კმ/სთ-ს 9.74 წამში აღწევს. ჰიპერელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი, 410 კმ/სთ-ს აჭარბებს, თუმცა საჯარო გზებისთვის ელექტრულად სიჩქარე 350 კმ/სთ-მდეა შეზღუდული. ერთი დამუხტვით მოდელს 250 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, რამდენიმე მართვის რეჟიმი და მძღოლის დამხმარე სისტემა აქვს და სულ რაღაც 1 900 კილოგრამს იწონის. 

„დიზაინი „OWL“-ის სულისკვეთებას განასახიერებს - ჩუმი სიზუსტისა და სასტიკი ძალის სიმბოლოს. როგორც ბუ, რომელიც დარტყმისთვის ემზადება, მანქანა ასხივებს სიმშვიდეს, თუმცა ასევე ინტენსივობას და მას წარმოუდგენელ შესრულებასთან აერთიანებს“, - ნათქვამია Aspark-ის განცხადებაში.

ჰიპერელექტრომობილის ღირებულების შესახებ ჯერ ცნობილი არაა, თუმცა ვიცით, რომ კომპანია მოდელს მხოლოდ 20 ეგზემპლარად ააწყობს. როგორც ასევე გასული წლის განახლებებიდან ვიცით, წარმოებას Manifattura Automobili Torino უხელმძღვანელებს, რომელმაც ერთ დროს SCG003, Apollo Intensa Emozione და ახალი Stratos-ი შექმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები