ჰიპერქარი, ბუგატი, ბუგატი შირონი, წარმოების დასასრული, ბუგატი ტაიპ 35
Aa
Aa

Bolide-ის ეპოქა დასრულდა | Bugatti ლეგენდას ემშვიდობება და V16-ზე გადადის

Bolide-ის წარმოების დასრულებით, Bugatti თავისი ლეგენდარული W16-ის ისტორიის ბოლოსწინა თავს ხურავს. მდიდრულმა ავტომწარმოებელმა Bolide-ის უკანასკნელი, რიგით მეორმოცე ავტომობილი შექმნა და მის კანონიერ მფლობელსაც გადასცა. უფრო სწორად, ის პირდაპირ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქარხნიდან წაიყვანეს.

მფლობელი, რომელმაც ამ მოდელში 4 მილიონი ევრო გადაიხადა, Bugatti-ის მართვას საზოგადოებრივ გზებზე ვერც კი შეძლებს. ეს პირი Bugatti-ს კოლექციონერია, რომელსაც ავტოფარეხში კლასიკური Type 35-იც კი ჰყავს - თითქმის საუკუნის წინანდელი წარმატებული სარბოლო მანქანა. მის კოლექციაშივე ინახება Veyron Grand Sport-ი, რომელიც Bolide-ის მსგავსად, თავის ხაზში უკანასკნელია.

რთული სათქმელია ისიც, აპირებს თუ არა ამ 40 ეგზემპლარიდან რომელიმეს მფლობელი, ავტომობილის საჯარო გზებზე გაყვანას. თუმცა, როგორც ბრიტანულმა საინჟინრო ფირმა Lanzante-მ დააანონსა, ის Bolide-ისთვის სანომრე ნიშნების მოპოვებაზე უკვე მუშაობს.

და რატომ ვამბობთ, რომ Bugatti თავისი W16-ის წიგნის ბოლოსწინა თავს ხურავს? ეს იმიტომ, რომ Mistral-ის მომხმარებლებისთვის მიწოდება ჯერ კიდევ პროცესშია. ბოლო მოდელი, რომელიც ლეგენდარული ძრავითაა აღჭურვილი, არის როდტერი, შეზღუდული 99 ერთეული გამოშვებით. სახურავის გარეშე გამოშვებული მოდელის მიწოდება თებერვალში დაიწყო და წარმოების დასრულების შემდეგ, W16 ამოიწურება.

მის ნაცვლად, Bugatti-მ სრულიად ახალი V16 ძრავა შეიმუშავა - შემცვლელი Tourbillon-ისთვის, რომლის მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. Cosworth-ის მიერ შემუშავებული ახალი ძრავა ატმოსფერულ სისტემაზე გადადის. მას აქვს უფრო დიდი მოცულობის, 8.4-ლიტრიანი (8-ლიტრიანის წინააღმდეგ) ძრავა და რა თქმა უნდა, ჰიბრიდული სისტემა, რომელიც მოდელს გამონაბოლქვზე მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ Bugatti V16-ზე გადადის და W16-ს ემშვიდობება, ეს უკანასკნელი გამოყენებას მაინც არ დაკარგავს. კერძოს კი, ახალი Programme Solitaire-ის ფარგლებში - რომელიც არსებულ ძრავებსა და ძარებს ეძღვნება - ავტომწარმოებელი Brouillard-ის მსგავს ინდივიდუალურ შეკვეთებს შექმნის. გამოდის, რომ ის Pagani-ს მიბაძავს და განახლებული სტილითა და აპარატურით ძველ მანქანებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები