საინტერესო, უცნაური, საცობები
Aa
Aa

რეალური მიზეზი, თუ რატომ ვდგავართ „ხოლმე“ საცობში საათობით

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, რომელიც ჯორჯიის შტატში უცნაურ საცობს ასახავს და რომელსაც რეალურად, არანაირი წარმომქმნელი მიზეზიც კი არ აქვს. თუმცა ის, რასაც ამ ვიდეოში ვხედავთ, მართლაც „გულდასაწყვეტია“.

ვიდეოში ჩანს ავტომობილების რიგი, რომლებიც გზის იდეალურად სუფთა მონაკვეთზე მოძრაობას ანელებენ. თუმცა გზაზე არანაირი შემაფერხებელი არაა, არც ავარია ჩანს, არც რაიმე სხვა დამაბრკოლებელი. ამის მიუხედავად, მანქანები შენელებას იწყებენ და მოძრაობისას უკან იხევენ.

უცბად, გზატკეცილზე ერთი მანქანა მოძრაობას ანელებს და უკან მდგომი ავტომობილებიც მას მიიჰყვებიან. ეს ქმნის ნელი მოძრაობის ნაკადს და ეს ყველაფერი, აშკარად მიზეზგარეშე ხდება.

ეს მომენტები, „ფანტომური საცობების“ სახელითაა ცნობილი და მაშინ ხდება, როდესაც ერთი პატარა შეფერხება სრულ შენელებაში გადაიზრდება. ამისათვის, მხოლოდ ერთი ავტომობილის მძღოლის მიერ მუხრუჭზე ერთი წამით ფეხის დაჭერაა საჭირო, შემდეგი მძღოლები კი, წამის მეასედის დაგვიანებით რეაგირებენ ამაზე და მოძრაობას კიდევ უფრო ანელებენ.

მთავარი ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ „დამნაშავე“ მძღოლი, რომელმაც შენელება გამოიწვია, თავის მიერვე შექმნილ სიტუაციას უკვე დიდი ხნის წინ გასცდა. ხოლო მის უკან დარჩენილ მძღოლებს, შესაძლოა საათობით საცობში ყოფნა მოუხდეთ. მეცნიერები ამას საგზაო დარტყმით ტალღას უწოდებენ, რადგან საცობი უკან მოძრავ ტალღად იქცევა, იმისდა მიუხედავადაც, რომ მანქანები წინ მოძრაობენ.

მსგავსი სიახლეები