2021 წლის შემდეგ აშშ-ში საწვავი ასეთი იაფი არ ყოფილა
AAA-ს (ამერიკის საავტომობილო ასოციაციის) ცნობით, ერთი გალონი ბენზინის (იგულისხმება რეგულარი) ეროვნული საშუალო ფასი ახლა $2.998-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ. იღბლიანი თვრამეტი შტატი კი გალონზე $2.75-ზე დაბალი ფასითაც სარგებლობს.
თუმცა, მთელი ამერიკის მასშტაბით ასეთ მდგომარეობა არ არის. მაგალითად, კალიფორნიელ მძღოლებს კვლავ უწევთ $4.50-ზე მეტის გადახდა, ხოლო დასავლეთის დანარჩენ სანაპიროზეც ფასის ასეთი ნიშნული ნარჩუნდება.
კლების მიზეზი: ნავთობის ფასი და დაბალი მოთხოვნა
რამ გამოიწვია ფასების ასეთი მოულოდნელი ვარდნა? ეს რა თქმა უნდა ნავთობს უკავშირდება, რომელიც, მეორადი ძვირადღირებული სედანის მსგავსად, თანდათან კარგავს ღირებულებას. აშშ-ში ნედლი ნავთობის ბარელი ახლა დაახლოებით 59$ ღირს, რაც შარშანდელ 70$-ზე გაცილებით ნაკლებია, ხოლო მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022 წლის პიკურ მაჩვენებელს- 80$-ს.
OPEC-მა ნავთობის მოპოვების მოცულობა გაზარდა. შედეგად, აშშ-ს წარმოება მუდმივად იზრდება. „შავ ოქროზე“ მოთხოვნის მაშტაბი კი იგივე დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, საწვავის ფასი ჯიუტად მაღლა დიდხანს ვერ დარჩებოდა.
„აშშ-ს პირველი პირი ხალხს ახსენებს, რომ იაფი ბენზინი მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ფასები მართლაც დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, მაგრამ დაახლოებით ერთი დოლარით აღემატება იმ 2$-იან მიზანს, რომელსაც ის დაჟინებით ამ დრომდე მოითხოვს," - ვკითხულობთ Bloomberg-ზე.
გალონი საწვავის ფასი ასეთ ნიშნულზე ბოლოს 2020 წელს გახლდათ, როდესაც ამერიკელები კოვიდის პანდემიის გამო სახლებში იყვნენ ჩაკეტილები.