რესტავრაცია, კლასიკური ავტომობილები, იუთუბერი, ბენტლი, ბენტლი 4 1/2 ლიტრი
Aa
Aa

მილიონიანი აღმოჩენა! — მიტოვებულ ავტოფარეხში Bentley 4½ Litre იპოვეს

ავტომობილების სამყაროში იშვიათია აღმოჩენა, რომელიც ასეთ სუფთა ისტორიულ ემოციას იწვევს — ბრიტანული კლასიკის მოყვარულებმა საგანძური აღმოაჩინეს — 1928 წლის Bentley 4½ Litre — ლეგენდარული მოდელი, რომელმაც მარტოობაში ათწლეულები გაატარა.

ასევე იხილეთ: როგორ შთანთქა Rolls-Royce-მა Bentley? - ბნელი ისტორია და უცნობი ფაქტები

ეს არ არის უბრალოდ ძველი მანქანა. 4½ Litre წარმოადგენს ეპოქას, როდესაც ბრიტანული ინჟინერია მსოფლიო ავტოსპორტზე დომინირებდა და ლეგენდარული „ბენტლის ბიჭები“ ლემანის 24-საათიან რბოლებში კონკურენტებს შანსს არ უტოვებდნენ. იპოვო 1920-იანი წლების ნამდვილი 4½-ლიტრიანი Bentley თავისი მნიშვნელობით, დაახლოებით, ფარაონის აკლდამის აღმოჩენის მსგავსი მოვლენაა...

აღმოჩენილ ეგზემპლარს შეუნარჩუნდა ყველა ის ძირითადი დეტალი, რაც კოლექციონერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია: თავდაპირველი ძარა და ქარხნული ნომრები. ავტომობილს არ გაუვლია თანამედროვე რესტავრაცია, რაც მას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას მატებს, რადგან ის აბსოლუტურად პირვანდელი სახით არის შემონახული.

კაპოტქვეშ იმ დროის მონსტრი, 4.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავი იმალება, რომელიც საოცარი გამძლეობითა და სიმძლავრით გამოირჩეოდა. ეს აგრეგატი 100-110 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 4-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან იყო შეწყვილებული. ამ ძრავების ბაზაზე აწყობილი მანქანები ათწლეულების წინ საგზაო რბოლების ნამდვილი მეფეები იყვნენ.

მსგავსი ავტომობილების უმრავლესობა უკვე ათწლეულებია მუზეუმებში ან მილიონერების დახურულ კოლექციებში ინახება — 1927-1931 წლებში Bentley-მ მხოლოდ 720 ეგზემპლარი გამოუშვა, შესაბამისად, დღემდე „ცოცხლად“ დარჩენა ძალიან ცოტა მათგანმა შეძლო... იპოვო ასეთი რარიტეტი მიტოვებულ ავტოფარეხში, უიშვიათესი შემთხვევაა. ექსპერტების ვარაუდით, აუქციონზე გამოტანის შემთხვევაში ამ უნიკალურ ბრიტანულ ლეგენდას მილიონობით დოლარად შეაფასებენ, რადგან ისტორიული ღირებულება და ორიგინალური მდგომარეობა კოლექციონერებისთვის ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    ბაბუის ავტოფარეხში წლების წინ მიტოვებული Ferrari იპოვეს | მისი ღირებულება შესაძლოა $1 მილიონს აღწევდეს
    ბაბუის ავტოფარეხში წლების წინ მიტოვებული Ferrari იპოვეს | მისი ღირებულება შესაძლოა $1 მილიონს აღწევდეს