ფორმულა 1, მაქს ფერსტაპენი, ლანდო ნორისი, შარლ ლეკლერი, ოსკარ პიასტრი, ფერარი, მაკლარენი, რედ ბული
Aa
Aa

ლანდომ კრიტიკოსები დაადუმა | ვინ არიან Formula 1-ის ჩემპიონები წლების მიხედვით?

McLaren-ის პოლოტმა, ლანდო ნორისმა, აბუ-დაბიში, Formula 1-ის 2025 წლის სეზონის ბოლო, 24-ე რბოლაზე მესამე ადგილი დაიკავა, რაც საერთო ჩათვლაში გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. სეზონში დაგროვებული 423 ქულით, 26 წლის ბრიტანელი 2008 წლის შემდეგ, McLaren-ის პირველი პილოტი გახდა, რომელმაც F1-ის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ბოლოს ეს ლუის ჰამილტონმა შეძლო, რომელიც ახლა Ferrari-ის რიგებში ირიცხება.

F1-ის აწ უკვე გასული სეზონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რადგან Red Bull-ის პირველი პილოტისა და მოქმედი ჩემპიონის „ქამბექმა“ ლანდოს აბუ-დაბიმდე გამარჯვების დაუფლებაში ხელი შეუშალა. გუშინდელი რბოლის დაწყებამდე, გამარჯვების შანსი სამ პილოტს ჰქონდა, მათ შორის ლანდოს თანაგუნდელს, ოსკარ პიასტრისა და მაქს ფერსტაპენს. აბუ-დაბის გრან-პრიზე მაქსმა პირველი, ხოლო პიასტრიმ მეორე პოზიციები დაიკავეს, თუმცა Ferrari-ის პილოტმა, შარლ ლეკლერმა ლანდოს გადასწრება ვერ მოახერხა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

შედეგად, საერთო ჩათვლაში ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: McLaren-ის პილოტი ლანდო ნორისი - 423 ქულა, Red Bull-ი, მაქს ფერსტაპენი - 421 ქულა და  McLaren-ი, ოსკარ პიასტრი - 410 ქულა. ხუთეულში არიან Mercedes-ის პილოტი ჯორჯ რასელი 319 ქულით და Ferrari-ის მრბოლელი შარლ ლეკლერი 242 ქულით.

რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, 2025 წლის სეზონს ერთპიროვნული გამარჯვებული ჰყავდა და ეს 833 ქულით McLaren-ი გახლდათ. მეორე ადგილზე Mercedes-ია, 469 ქულით, შემდგომ Red Bull Racing – 451 ქულა, Ferrari – 398 ქულა და Williams – 137 ქულა. ცნობისთვის, ჩათვლაში ბოლო ადგილზე Alpine-ია, სეზონის განმავლობაში დაგროვებული 22 ქულით.

ლანდო ნორისი Formula 1-ის ისტორიაში 35-ე პილოტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონატი მიხაელ შუმახერსა და ლუის ჰამილტონს აქვთ მოგებული, მათ ანგარიშზე 7-7 მსოფლიო ჩემპიონობაა.

წარმოგიდგენთ, წლების განმავლობაში, Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონ პილოტებს:

მაქს ფერსტაპენი - Red Bull – 2021, 2022, 2023 და 2024 წლები

ლუის ჰამილტონი - Mercedes – 2017, 2018, 2019, 2020 წლები

ნიკო როსბერგი - Mercedes – 2016 წელი

ლუის ჰამილტონი - Mercedes – 2014, 2015 წლები

სებასტიან ფეტელი - Red Bull – 2010, 2011, 2012, 2013 წლები

ჯენსონ ბატონი - Brawn – 2009 წელი

ლუის ჰამილტონი - McLaren – 2008 წელი

კიმი რაიკონენი - Ferrari – 2007 წელი

ფერნანდო ალონსო - Renault – 2005, 2006 წლები

მიხაელ შუმახერი - Ferrari – 2000, 2001, 2002, 2003, 2004 წლები

მიკა ჰაკინენი - McLaren – 1998, 1999 წლები

ჟაკ ვილნევი - Williams – 1997 წელი

დეიმონ ჰილი - Williams – 1996 წელი

მიხაელ შუმახერი - Benetton – 1994, 1995 წლები

ალენ პროსტი - Williams – 1993 წელი

ნაიჯელ მანსელი - Williams – 1992 წელი

აირტონ სენა - McLaren – 1991 წელი

აირტონ სენა - McLaren – 1990 წელი

ალენ პროსტი - McLaren – 1989 წელი

აირტონ სენა - McLaren – 1988 წელი

ნელსონ პიკე - Williams – 1987 წელი

ალენ პროსტი - McLaren – 1985, 1986 წლები

ნიკი ლაუდა - McLaren – 1984 წელი

ნელსონ პიკე – Brabham – 1983 წელი

კეკე როსბერგი – Williams – 1982 წელი

ნელსონ პიკე – Brabham – 1981 წელი

ალენ ჯონსი – Williams – 1980 წელი

ჯოდი შეკტერი – Ferrari – 1979 | მარიო ანდრეტტი – Lotus – 1978 | ნიკი ლაუდა – Ferrari – 1977

ჯეიმს ჰანტი – McLaren – 1976  |  ნიკი ლაუდა – Ferrari – 1975  | ემერსონ ფიტიპალდი – McLaren – 1974

ჯეკი სტიუარტი – Tyrrell – 1973  | ემერსონ ფიტიპალდი – Lotus – 1972  |  ჯეკი სტიუარტი – Tyrrell – 1971

იოხენ რინტი – Lotus – 1970  | ჯეკი სტიუარტი – Matra – 1969  |  გრაჰამ ჰილი – Lotus – 1968

დენი ჰულმე – Brabham – 1967  |  ჯეკ ბრაბამი – Brabham – 1966  |  ჯიმ კლარკი – Lotus – 1965

ჯონ სურტისი – Ferrari – 1964  |  ჯიმ კლარკი – Lotus – 1963  | გრაჰამ ჰილი – BRM – 1962

ფილ ჰილი – Ferrari – 1961  |  ჯეკ ბრაბამი – Cooper – 1959, 1960  | მაიკ ჰოუთორნი – Ferrari – 1958

ხუან მანუელ ფანხიო – Maserati – 1957  |  ხუან მანუელ ფანხიო – Lancia/Ferrari – 1956

ხუან მანუელ ფანხიო – Mercedes – 1955  |  ხუან მანუელ ფანხიო – Mercedes/Maserati – 1954

ალბერტო ასკარი – Ferrari – 1952, 1953  | ხუან მანუელ ფანხიო – Alfa Romeo – 1951  |  ჯუზეპე ფარინა – Alfa Romeo – 1950

 

მსგავსი სიახლეები