რამდენი გამოიმუშავა ლანდო ნორისმა Formula 1-ის ჩემპიონობით?
აბუ-დაბის დაძაბული გრან-პრის შემდეგ, Formula 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. Red Bull-ის პილოტს, მაქს ფერსტაპენს ეს ტიტული McLaren-ის 28 წლის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლანდო ნორისმა ჩამოართვა. შედეგად, ლანდო სეზონში ჯამურად დაგროვებული 423 ქულით, Formula 1-ის რიგით 35-ე პილოტი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებული კი, McLaren-ი გახდა.
საინტერესოა, რომ McLaren-ი იმ გუნდებს შორის არაა, რომელთაც ყველაზე დიდი ფინანსური რესურსები აქვთ. მათი ხელფასები სამ მთავარ გუნდთან შედარებით შეზღუდულია. Ferrari-ის, Mercedes-ისა და Red Bull-ის გარდა, კონტრაქტებში მოქმედი წესია 5/3/1, შესაბამისად ხუთი მრბოლელის ტიტულისთვის, სამი მეორე ადგილისთვის და ერთი მესამე ადგილისთვის.

გამარჯვებისა და პოდიუმზე ასვლისთვის ბონუსებს თითქმის ყველა მათგანი იღებს. ამ ბონუსებმა კი, რბოლების დასასრულს, შესაძლოა ნახევარ მილიონსაც მიაღწიოს. ლანდოსთვის, ჩემპიონთა თასის გარდა, რომელიც პირველია და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, 2025 წელი ფინანსურად ძალიან მომგებიანი იყო.
McLaren-ში მისი ხელფასი სავარაუდოდ $20 მილიონია, პლუს $4 მილიონი 8 რბოლაში გამარჯვებისთვის და კიდევ $5 მილიონი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. დარჩენილი პრიზებით, შეიძლება ითქვას, რომ ის ჯამში დაახლოებით $30 მილიონს გამოიმუშავებს - ჯილდოებისა და ხელფასის ჩათვლით.

ეს მას Formula 1-ში მეოთხე ყველაზე მაღალანაზღაურებად მრბოლელად აქცევს - ფერსტაპენის, ჰამილტონის (ნულოვანი პოდიუმი) ან თუნდაც ლეკლერის შემდეგ, რომელმაც 2025 წელს შვიდი პოდიუმი, თუმცა ნული გამარჯვება მოიპოვა.
პიასტრი, თავის მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის ერთ მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამას დამატებული პოდიუმები და ბონუსები, რაც სავარაუდოდ მის შემოსავალს $10 მილიონს მოუტანს.
F1-ის ხუთი პილოტი, რომელთაც ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ:
- მაქს ფერსტაპენი - $65 მილიონი
- ლუის ჰამილტონი - $60 მილიონი
- შარლ ლეკლერი - $34 მილიონი
- ფერნანდო ალონსო - $20 მილიონი
- ლანდო ნორისი - $20 მილიონი