Lotus Esprit-ი თავიდან დაიბადა | სუპერ ექსკლუზიური მოდელი ნახევარი მილიონი ღირს
Lotus Esprit-ის სპორტქარების მოყვარულებს ბედნიერებისთვის კიდევ ერთი მიზეზი აქვთ - ბრიტანული ხატი ბრუნდება, თუმცა ამჯერად განსხვავებული სახით, როგორც „რესტომოდი“. ეს პროექტი, რომელსაც თავადვე ხედავთ, Encor-ს ეკუთვნის და ის, 1970-80-იან წლებში არსებული ავტომობილის ნაცვლად, ამ მოდელის ბევრად თანამედროვე ვარიანტს გვთავაზობს.
რეალურად, ეს სპორტქარი „რესტომოდად“ უნდა განვიხილოთ, რომელიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით, სულ რაღაც 50 ერთეულად გამოვა. გამომდინარე მისი ექსკლუზიურობიდან კი, ავტომობილის შეძენა მსურველებს არც იაფი დაუჯდებათ.

როგორც გითხარით, Encor Series 1 რეალურად Lotus Esprit-ის „რესტომოდია“. საკულტო ავტომობილის სრულიად ახალი ვერსია ძირითადად კარბონისგანაა დამზადებული, ხოლო სიმძლავრე V8 ძრავიდან მოდის. ავტომობილს ქარხნული ფორმა და ამოწეული მაშუქები გამოარჩევს, რომლებიც LED პროექტორებითაა აღჭურვილი; საბურავები, ჭედური კონსტრუქციით, Lotus-ის დიზაინს იმეორებენ.
ექსტერიერთან შედარებით, შეუნიღბავი თვალისთვის, აქ მარტივი შესამჩნევი ცვლილება კლასიკურისგან განსხვავებით ფართო კონსტრუქციაა, რომელიც შედარებით დიდი ზომის საბურავებსა და უკეთეს გაგრილების სისტემას იტევს. ხოლო ინტერიერი, Esprit-თან მაქსიმალურად მიახლოებულია.

მიუხედავად ყველა ცვლილებისა, ეს მოდელი მაინც შეგვიძლია Lotus Esprit-ის ღირსეულ მემკვიდრედ მოვიხსენიოთ. მის კაპოტქვეშ აღდგენილი V8 ძრავაა მოთავსებული, რომელიც Esprit V8-დანაა მიღებული, თუმცა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მაინც შეცვლილია.
Encor-ის 3.5-ლიტრიანი ტვინ-ტურბო ჩარჯერი V8 საწვავისა და გაგრილების თანამედროვე სისტემებითაა განახლებული, ამას ემატება გაუმჯობესებული ტუმბოები და უჟანგავი ფოლადის გამონაბოლქვი. ამ ცვლილებების დამსახურებით, V8 ძრავა ახლა 400 ცხენის ძალას და 475 ნიუტონ მეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს.
როგორც გითხარით, ეს მოდელი სულ 50 ეგზემპლარად გამოვა, ხოლო მისი საწყისი ფასი 540 000 აშშ დოლარი იქნება.