იხილეთ უნიკალური Porsche 911 Carrera T Formosa, რომელიც თაივანის ბუნებას მიეძღვნა
ხშირად მდიდრული ბრენდები უპირატესობას უნიკალური მოდელების შექმნას ანიჭებენ — გამონაკლისი არც Porsche და მისი პროგრამა Sonderwunsch-ია. თავისი შესაძლებლობების საჩვენებლად, ლეგენდარულმა გერმანულმა ავტომწარმოებელმა Formosa წარადგინა — უნიკალური 911 Carrera T, რომელიც თაივანის ულამაზეს ლანდშაფტს ეძღვნება.
მოდელის სახელი კუნძული თაივანის მე-16 საუკუნის დასახელებას, Ilha Formosa-ს უკავშირება, რაც ითარგმნება, როგორც „მშვენიერი კუნძული“. შესაბამისად, 911 კარერა პორშეს ბრწყინვალე პერფორმანსს, კიდევ უფრო მშვენიერ ვიზუალთან შესანიშნავად აკავშირებს.

დიზაინერებმა ავტომობილის ფერზე აშკარად ბევრი იფიქრეს და საბოლოოდ ლურჯი ფერის უნიკალური ტონი, Ipanema Blue Metallic შეარჩიეს, რომელიც კუნძულის ირგვლივ არსებული წყნარი ოკეანის ფერებისგანაა შთაგონებული. სანაპიროებთან არსებული კლდოვანი რელიეფის ინსპირაციით კი შეირჩა Suzuka Grey Metallic ნაცრისფერი, რომლითაც უკანა ხედვის გვერდითა სარკეების ხაზები, უჯანა მხარეს არსებული წარწერა და ძრავის საფარია შეღებილი. ამავე ფერშია გადაწყვეტილი RS Spyder-ის დისკები. 
რაც შეეხება ინტერიერს, რა თქმა უნდა, ის ძალიან მდიდრულია — მის გასაფორმებლად გამოყენებულია წყნაროკეანული კაკლის ხე, რომელიც თაივანზე ხარობს. ტყავის სავარძლები ყავისფერისა და შავი ფერების კომბინაციაა, ნაკერები კი მუქ მწვანე ფერშია გადაწყვეტილი.
აღნიშნულ Carrera T-ში შემონახულია ყველა ის მექანიკური თავისებურება, რომელიც ამ მანქანას განსაკუთრებულად აქცევს — სპორტული დაკიდება, სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფი და, რა თქმა უნდა, 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა, რომელიც 388 ცხ.ძ-სა და 421 ნიუტონს გამოიმუშავებს. 
ბოლოს კი, უნდა აღინიშნოს, რომ Sonderwunsch მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ახალ ავტომობილებზე არ მუშაობს, ცოტა ხნის წინ, პროგრამამ 2009 წლის Cayenne GTS გააცოცხლა.