ელექტრომობილები, ბიემვი, ბიემვი ნოიე კლასე, მილან ნედელიკოვიჩი
Aa
Aa

BMW-ის ახალი და გამოცდილი ხელმძღვანელი ჰყავს | „მისი წარმატება ჩინეთში გადაწყდება“

გერმანულ ავტომწარმოებელს, BMW-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. კომპანიამ ხელმძღვანელად 30-წლიანი სტაჟის მქონე მილან ნედელიკოვიჩი დანიშნა. ეს უკანასკნელი კი, თანამდებობაზე ოლივერ ზიპსს შეცვლის, რომელიც BMW-ის სათავეში 2019 წლის აგვისტოდან ედგა.

კურსიც შეცვლილია: გერმანელები ფსონს ახალი თაობის ელექტრომობილებზე ჩამოდიან, მთავარ გამოწვევებად, კვლავ ჩინეთთან და Tesla-სთან კონკურენცია რჩება. 56 წლის ნედელიკოვიჩი, რომელიც თავის საქმიანობას მომავალი წლის 14 მაისიდან შეუდგება, ახალი Neue Klasse-ის EV-ების ხაზის არქიტექტორია. შესაბამისად, მისგან ყველა ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას მოელის, განსაკუთრებით კი ჩინეთის ბაზარზე და იმ დროს, როდესაც ევროპას იაფფასიანი ჩინური EV-ები ავსებენ.

„ნედელიკოვიჩის ეპოქის წარმატება ჩინეთში გადაწყდება“, - განაცხადა BMW-ს აქციონერ Union Investment-ის პორტფელის მენეჯერმა მორიც კრონენბერგერმა. მან ავტომწარმოებელს წინსვლისკენაც მოუწოდა, მათ შორის თვითმართვადი ავტომობილების განვითარებისა და ე.წ. მესამე დონის ავტონომიის დანერგვისა და დახვეწის მიმართულებით.

BMW, ბოლო თვეებში, მეორე გერმანული ავტომწარმოებელია, რომელმაც ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Porsche-მაც, რომლის ახალ CEO-დაც McLaren-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკლ ლაიტერსი შეირჩა. რაც შეეხება ნედელიკოვიჩს, ის BMW-ში 1993 წელს შეუერთდა, ამჟამად კომპანიის წარმობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და Neue Klasse-ის EV-პლატფორმის შემუშავებაში ცენტრალურ როლს თამაშობდა. მისი კონტრაქტი 2031 წლამდე იქნება გაწერილი.

Bernstein-ის ანალიტიკოსების შეფასებით, Neue Klasse უდიდესი ნაბიჯია, რომელიც BMW-ის ოდესმე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გადაუდგამს. შესაბამისად, თანამდებობაზე ნედელიკოვიჩის არჩევა, რომელიც Neue Klasse-ის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, კომპანიისთვის დადებითი შედეგების მომტანი უნდა გახდეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები