მოდიფიცირება, ფერარი, მენსორი, ფერარი ფუროსანუეი, ფერარი პუროსანგუე, დუბაის პოლიცია
Aa
Aa

დუბაის პოლიციას Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Ferrari Purosangue შეემატა

დუბაის პოლიციის ავტოპარკი უკვე ვეღარც გვაკვირვებს. მათ „კოლექციაში“ არაერთი მდიდრული თუ მაღალი სიმძლავრის სუპერქარია წარმოდგენილი, მათ შორის წამყვანი ტუნერის, Mansory-ის მიერ მოდიფიცირებული მოდელები. ეს კონკრეტული შემთხვევაც მსგავსია. ამჯერად, დუბაის პოლიციას Mansory-ის Ferrari Purosangue შეემატა.

Mansory Pugnator-ის პროექტი ალბათ ამ მოდელის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვერსიაა, რომელიც ამ დრომდე გინახავთ. ვიზუალური მახასიათებლები თითქმის უცვლელადაა დატოვებული, თუმცა აქაც, Mansory-მ Ferrari-ის ქარხნული შესაძლებობები „დაუწუნა“. SUV-ის V12 ძრავის სიმძლავრე 755 ცხენის ძალამდეა გაზრდილი (730 ნმ ბრუნვის მომენტით), რომელიც კულმინაციას 4-მილიან გამოსაბოლქვ სისტემაში აღწევს.

ავტომობილის წინა მხარეს უფრო დიდი ზომის შემშვებებსაც ვხედავთ, ასევე სპეციფიკური კარბონის ბამპერს, რომელიც წინა აეროდიმანიკურ მოჭიდებას აუმჯობესებს. კარბონი საბურავების თაღებზე, გვერდითა პანელებსა და უკანა ფრთაზე ვრცელდება, რაც ქარხნულ Ferrari Purosangue-სთან შედარებით გამორჩეულ იერსახეს ქმნის.

ინდივიდუალურადაა დამზადებული საბურავებიც - წინა მხარეს 22 ინჩის და უკანა მხარეს 23 ინჩის ზომის. ინტერიერში კი, სადაც Mansory-ის სპორტული საჭე დაგხვდებათ, მაღალი ხარისხის ტყავია გამოყენებული და ინდივიდუალური ელემენტებია დატანილი - მათ შორის ტუნერის ლოგოები უსაფრთხოების ღვედებზე.

ცნობისთვის, Pugnator-ი, რომელიც დუბაის პოლიციის მიერ Mansory-ისთვის დამზადებული რიგით მესამე მოდელია, შეზღუდული რაოდენობით იწარმოვა, დაახლოებით 10 ერთეულამდე. წარსულში, დუბაის განყოფილების დაკვეთით, ტუნერემა Rolls-Royce Cullinan-ისა და Mercedes G63 AMG-ის პროექტებზეც იმუშავა. ორივე მათგანი დუბაის პოლიციის ფერებშია გადაღებილი, ზუსტად ისე, როგორც ფოტოებზე ხედავთ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები