სუპერქარი, ფერარი, ბიემვი ემ2, პორშე პანამერა, ფერარი 296 ჯითიბი, რეინჯ როვერ სპორტი
Aa
Aa

მილიონერი, რომელსაც თავი დუბაიში ეგონა, თავისი Ferrari-იანად „მიწაზე დააბრუნეს“

სეზონურ რუტინასთან შეჩვევა შესაძლოა ბევრ ავტომოყვარულს უჭირდეს. ზაფხულის დასრულების შემდეგ, რთულია საყვარელ სპორტქარს დროებით გამოემშვიდობო და მეტი უსაფრთხოებისთვის, კლიმატკონტროლისებად ადგილასაც „გადამალო“. თუმცა ვენის ერთ-ერთი მაცხოვრებლისთვის, ამ სტანდარტულ, ყოველწლიურ რუტინას მოულოდნელი პრობლემები მოჰყვა. მან თავისი Ferrari 296 GTB-ისთვის ცუდი საპარკინგო ადგილი შეარჩია.

Ferrari 296 GTB-ის მფლობელმა ამწე დაიქირავა და სუპერქარი თავის აივანზე განათავსა. მაგრამ, სამართალდამცველებმა ამ შემთხვევის შესახებ მალევე შეიტყვეს და მამაკაცს მიზნების განხორციელებაშიც ხელი შეუშალეს. ეს პირი 28 წლის ამარ დეზიჩია, ვენაში ავტონაწილებისა და ტუნინგბიზნესის მფლობელი. ადგილობრივი პრესის თანახმად, Ferrari 296 GTB-ს გარდა ის რამდენიმე სხვა ძვირად ღირებულ მოდელსაც ფლობს, მათ შორისაა Porsche Panamera, BMW M2 და Range Rover Sport.

ცხადია, ეს Ferrari სულ სხვა დონეზეა და სწორედ ამიტომ, თავის საცხოვრებელ კომპლექსს, ზამთრისთვის დამატებითი ავტოფარეხის გამოყოფა სთხოვა. თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო და მანქანის აივანზე განთავსება გადაწყვიტა. როგორც გითხარით, დეზიჩიმ ამწე დაიქირავა და Ferrari აივანზე აიყვანა. თან დაგეგმა, რომ მანქანაზე მინის ყუთიც ჩამოეფარებინა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავადაც გადაიღო. 

დეზიჩის თქმით, ხარჯები ოთხნიშნა რიცხვებამდე ავიდა. „მინდოდა მისთვის განათებული მინის ყუთიც შემერჩია. ისე, როგორც ხელოვნების ნიმუშის ვიტრინად“, - განაცხადა Ferrari-ის მძღოლმა და დასძინა, რომ  დუბაის მსგავს ადგილებში ასეთი რამ სრულიად ნორმალურია.

თუმცა ვენაში, სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს. Ferrari-ის აივანზე განთავსებიდან მალევე, მათ დეზიჩს აცნობეს, რომ თავისი სუპერქარი ისევ მიწაზე უნდა დაებრუნებინა. ცხადია, ამის მიზეზი შენობის სტრუქტურული სიმყარე და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაა. ახლა დეზიჩი მანქანას უბრალოდ თავის სამუშაო სივრცეში შეინახავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები