რა ღირს საწვავი ევროპის ქვეყნებში?
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, A-95 მარკის ბენზინის საწვავზე ფასი არ შეცვლილა და ლიტრაზე 1.46 ევროს შეადგენს. ხოლო დიზელის საწვავის საშუალო ფასი, ლიტრაზე 1.39 ევროთი განისაზღვრება.
ევროპის ქვეყნებიდან საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ისლანდიაშია. აღნიშნულ ქვეყნებში საწვავის ფასი, ევროპის სხვა ქვეყნებში საშუალო ღირებულებაზე, 20%-30%-ით მეტია.
31 აგვისტოს მონაცემებით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 2.13 ევროს შეადგენს, A-98 მარკის ბენზინი - 2.30 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი 1.91 ევრო ღირს. ნორვეგიაში, იმავე ტიპის საწვავისთვის, ღირებულება შესაბამისად, 1.75 ევრო, 1.96 ევრო და 1.65 ევროა, ხოლო ფინეთში 1.65 ევრო, 1.75 ევრო და 1.53 ევრო.
აქვე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს საქართველოს შემთხვევაშიც. „საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე: A-92 მარკის ბენზინი - 0.979 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.01 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.14 ევრო; დიზელის საწვავი - 1.00 ევრო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
საინტერესოა, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განახლებული ინფორმაციით, ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია. აქ A-92 მარკის ბენზინი 0.633 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0.68 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0.89 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი 0.76 ევრო ღირს.
რაც შეეხება საქართველოს სხვა მეზობლებს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაში, საწვავის ფასები ასე გამოიყურება:
სომხეთში, ერთ ლიტრზე A-92 მარკის ბენზინის ღირებულება 1.082 ევროს შეადგენს. A-95 მარკის ბენზინი - 1.15 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.53 ევრო , დიზელის საწვავი - 1.13 ევრო;
აზერბაიჯანი: A-92 მარკის ბენზინი -0.567 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0.83 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.19 ევროს; დიზელის საწვავი - 0.52 ევროს;
თურქეთი: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.10 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.11 ევრო, დიზელის საწვავი - 1.08 ევრო.
წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი