მოდიფიცირება, იშვიათი ავტომობილები, ფერარი, ჯეიკ პოლი, ფერარი პუროსანგუე
Aa
Aa

ჯეიკ პოლმა თავის ავტოკოლექციას უიშვიათესი Ferrari შემატა

ყოფილმა იუთუბერმა ჯეიკ პოლმა, რომელიც სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, 58 წლის მაიკ ტაისონის დამარცხებით მოექცა, თავის ძვირად ღირებულ ავტოკოლექციას უიშვიათესი Ferrari შემატა. ეს უიშვიათესი მოდელი იტალიური ავტომწარმოებლის SUV — Ferrari Purosangue გახლავთ.

პოლმა თავისი თავი ბრიტანელ მოკრივე ენტონი ჯოშუასთან გასამართ დაპირისპირებამდე დაასაჩუქრა. როგორც ამერიკელი „ინფლუენსერი“ სოციალურ ქსელში თავადვე წერს, ეს Ferrari „წინასაბრძოლო“ საჩუქარია, რომელიც ავტოფარეხში ისეთ ძვირად ღირებულ ავტომობილებს შეუერთდება, როგორებიცაა Ferrari SF90 Spider-ი, 296 GTB, Ram 1500 TRX და Lincoln Navigator-ი.

მართალია, პოლი ჯოშუასთან დაპირისპირებაში დამარცხდა, თუმცა როგორც სხვადასხვა წყაროები წერენ, მან ამ ბრძოლით დაახლოებით $90 მილიონი (გადასახადების გარეშე) გამოიმუშავა და თან, უიშვიათესი SUV-იც „შერჩა“.

ეს Ferrari დუბაიში დაფუძნებული Venuum-ის მიერაა მოდიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ ამ სახით მოდელი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს. ავტომობილი საფუძვლიანადაა გადაკეთებული — დაწყებული კარბონის კაპოტითა და წინა/უკანა ბამპერებით, დასრულებული ყვითელი სარბოლო ხაზებითა და ინტერიერით. ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია კი სახურავის საფარია, რომელიც „ვარსკვლავიანი ღამის“ დიზაინია.

View this post on Instagram

A post shared by Jake Paul (@jakepaul)

უცნობია განაახლა თუ არა Venuum-მა Ferrari-ის ძრავა. თუმცა Purosangue-ს შესაძლებლობებს, ვერც ქარხნულ ვერსიაში დავუწუნებთ. SUV 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 715 ცხენის ძალას და 715 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს კი, ორმაგი გადაბმულობის ტრანსმისიის საშუალებით, ოთხივე ბორბალზე ანაწილებს.  

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები