Toyota Corolla, Toyota, ჰიბრიდული, უკან გაწვევა, Toyota Camry Hybrid, ტოიოტა
Aa
Aa

Toyota ინვერტორის პრობლემის გამო 55000 მანქანას უკან გაიწვევს

Toyota-სგან გაწვევებს ჩვეული არ ვართ, ამიტომ, ალბათ, გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ იაპონურმა ავტომწარმოებელმა 55 000 ჰიბრიდი უკან გაიწვია — მიზეზი კი ერთადერთი ჭანჭიკია, რომელიც, შესაძლოა, საკმარისად მოჭერილი არ იყოს.  

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ პრობლემური დეტალი Toyota-ს ინვერტორია, რომელიც ჰიბრიდულ სისტემაში ძალის შეშვებაზეა პასუხისმგებელი. თუ ამ დეტალის ერთ-ერთი ჭანჭიკი საკმარისად გამაგრებული არ არის, გამტარში ელექტრული კონტაქტი ხარვეზიანია. 

ეს იწვევს გამაფრთხილებელი სიგნალების ანთებას, სიმძლავრის კარგვას — ცუდ შემთხვევაში, გადაადგილების პროცესში მართვადობის დაკარგვას ან ხანძარსაც კი.

გაწვევების უმრავლესობა, 51600 ერთეული, 2025-2026 წლების Camry-ს შეეხება, ხოლოდ 3761 2026 წლის Corolla Cross-ს.  

ჩამოთვლილთაგან თითოეული ავტომობილის ინვერტორი აშშ-ში, ტენესიში მდებარე ქარხანა Denso-ში გამოუშვეს, თუმცა შიგაწვის ძრავები, რომლებთანაც აღნიშნულ ინვერტორს უწევს შეწყვილება, ერთმანეთისგან განსხვავდება. 

Camry 2.5-ლიტრიან ერთრიგა ოთხცილინდრიან ძრავას იყენებს, რომელიც 232 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე გაწვეული მოდელი — Corolla 2.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 196 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. საბედნიეროდ, აღნიშნულ ხარვეზს, ჯერჯერობით, რაიმე სერიოზული ზიანი, ავარია ან სიკვდილიანობა არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიამ 34 სარჩელი უკვე მიიღო. 

კარგი ამბავი ის არის, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა უკვე ნაპოვნია. როგორც კი სამუშაო პროცესი დასრულდება, უკან გაწვევაში მონაწილე ავტომობილებს დილერები ინვერტორს შეუმოწმებენ — თუ პრობლემა არსებობს, მას აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოაგვარებენ. Toyota აღნიშნული ავტომობილების მძღოლებს თავად დაუკავშირდება.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, უკან გაწვევების სამყაროში ფორდი მარტო არ არის და, ზოგჯერ, შეიძლება მას მხარი Toyota-მაც აუბას.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები