აშშ-ში არასწორად დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა გზატკეცილზე 6 ხიდი დააზიანა
ყველა მძღოლს, რომელიც გზატკეცილებზე არც ისე დაბალი სიჩქარით გადაადგილდება, დიდი სიფრთხილე მართებს — ეს ჭეშმარიტება ყველას ეხება, განსაკუთრებით კი ტრაილერების მძღოლებს, რომლებიც ათეულობითტონიან ავტომობილებს მართავენ... ასეთ დროს, გაუფრთხილებლობამ შეიძლება 30-40-ტონიანი მანქანა გარშემომყოფებისთვის დიდ საფრთხედ აქციოს — ეს სწორედ ის შემთხვევაა...
ტულსასა და მაიამის შორის მოძრავმა სატვირთომ, რომელიც დაშვებულზე მაღალი ტვირთით მგზავრობდა, აშშ-ის ერთ-ერთ გზატკეცილზე, ოკლაჰომაში, 6 (!!!) ხიდი დააზიანა... ოკლაჰომას შტატის ფასიანი გზების დეპარტამენტმა დაზიანება S4420 გზატკეცილის ხიდზე სამშაბათს აღმოაჩინდა. მალევე, ასეთივე დაზიანება კიდევ 5 ხიდზე შენიშნეს 150-კილომეტრიან დისტანციაზე. 6-დან 4 ხიდი ისეა დაზიანებული, რომ შეკეთებას საჭიროებს, სანამ მასზე ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ. სად იყო მძღოლი, როცა ეს ხდებოდა? ჩვენც არ ვიცით...
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ლურჯ სატვირთოს არსად არ ჰქონდა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ დაშვებულ გაბარიტებს აცდენილი ტვირთი გადაჰქონდა. ტვირთის დაშვებული სიმაღლე ოკლაჰომას კანონმდებლობით 4.27 მეტრია და ნებისმიერი ტვირთის გადატასატანად, რომელიც ამ გაბარიტებს სცდება, სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომელსაც ტრანსპორტის დეპარტამენტი გასცემს. სავარაუდოდ, ამ გაბარიტებს სატვირთო ბევრად აჭარბებდა, რადგან დაზიანებული ხიდების კლირენსი (მანძილი ყველაზე დაბლა განლაგებულ დეტალსა და გზის ზედაპირს შორის), სულ მცირე, 4.55 მეტრს შეადგენს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენით დაჯარიმდებიან სატვირთოს მძოლი და თავად კომპანია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მცირე თანხა ნამდვილად არ იქნება...