Laguna Seca-ზე ტვირთამწემ ორი Skyline GT-R დალეწა
Laguna Seca-ს ავტოდრომს ორი მძღოლი უჩივის მას შემდეგ, რაც წითელი დროშის შემდეგ ტრასაზე გაჩერებული მათი Nissan Skyline GT-R-ები ტელესკოპურმა ტვირთამწემ დააზიანა.
მონტერეის სასამართლოში სამშაბათს შესული სარჩელის თანახმად, ავტოდრომის ადმინისტრაციას არტინ ნასაზიანი და აკიჰირო ფუჩიგამი უჩივიან — ვკითხულობთ, რომ ისინი უსაფრთხოების მითითებებს ზედმიწევნით დაემორჩილნენ და ავტომობილები ტრასის განაპირა მხარეს გადააყენეს, ვინაიდან მათი სესია ტრასაზე მომხდარი სხვა ინციდენტის შედეგად გამოცხადებულმა წითელმა დროშამ შეაჩერა. 
სწორედ ამ დროს, როცა მძღოლები გაჩერებულები იყვნენ, ტელესკოპურმა ტვირთამწემ, რომელსაც ბორბლები გადაჰქონდა, ორივე მათგანს უკანა მხრიდან დაარტყა, მაშინ, როცა მძღოლები ჯერ კიდევ მანქანაში ისხდნენ...
„ინციდენტი ტრასის დამხმარე ტრანსპორტსა და ავტომობილს შორის კერძო ღონისძიებაზე მოხდა. ტრასა აგრძელებს ოპერირებას შეუფერხებლად და მთელი ძალისხმევით" — განუცხადა The Drive-ს Laguna Seca-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.
შეჯახებამ ნაზარიანის წითელი R34 GT-R-ის უკანა ბამპერი, საბარგული, უკანა საქარე მინა და ფრთა გაანადგურა. საკმაოდ დაზიანდა ფუჩიგამის იისფერი R32 GT-R-იც. გარდა ამისა, ორივე მრბოლელი ფიზიკურად მსუბუქად დაშავდა.
ბუნებრივია, დაზარალებულები საჩივარში ხაზს უსვამენ აღნიშნულია ავტომობილების მაღალ ფასს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ორივე მათგანისთვის ამ ავტომობილებს მონეტარულზე მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდათ — ნაზარიანმა თავისი R34 მარტში იყიდა. სავარაუდოდ, Laguna Seca-ს მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად მოუწევს.