აშშ, ლამბორგინი, პოლიციის მანქანა, ლამბორჯინი, ლამბორგინი ჰურაკანი სტერატო
Aa
Aa

აშშ-ში Lamborghini დამნაშავეების გარდა უფრო სახიფათო სამიზნეს მისდევს

ნიუ-ჯერსის შტატის სამართალდამცავებმა თავიანთ ავტოპარკს არც მეტი არც ნაკლები Lamborghini Huracan Sterrato შეჰმატეს, თუმცა არა იმ მიზნით, რაც თქვენ გგონიათ. ეს V10-ძრავიანი „სუპერქარი" მაღალსიჩქარიანი დევნისთვის ან ღამის პატრულირებისთვის არ იქნება განკუთვნილი. ამის ნაცვლად, მას სულ სხვა მისია აკისრია: ოპიოიდური დამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების დაახლოება იმ რესურსებთან, რომლებსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. დიახ, ასეთ რაღაცებზეც ზრუნავენ განვითარებულ ქვეყნებში.

ავტომობილის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი დეტალი ე.წ. „ქიუ არ" კოდია, რომელიც მომხმარებელს პირდაპირ „ალკოჰოლისა და ნარკოტიკების რესურს-ცენტრთან“ აკავშირებს. კოდის დასკანირებისთანავე, მომხმარებელი მყისიერად უკავშირდება 24/7 რეჟიმში მომუშავე კონსულტანტს, რომელსაც დახმარება, გზამკვლევის მიწოდება და შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება შეუძლია.

აქტიური პატრულირების ნაცვლად, Huracan სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებაზე, ახალგაზრდულ პროგრამებსა და დეპარტამენტის შიდა შეხვედრებზე გამოჩნდება. პირველი ასეთი ჩვენება 18 დეკემბერს, ერთ-ერთ საქველმოქმედო აქციაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მანქანის ახლოდან დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა.

რაც შეეხება პოლიციის მძლავრ მანქანებს, Huracan Sterrato დამნაშავეების დაჭერასაც მშვენივრად გაართმევდა თავს. ის არა მხოლოდ აღემატება სიმძლავრით გზებზე არსებული მანქანების უმრავლესობას, არამედ მაღალი კლირენსის დახმარებით, თავისუფლად შეუძლია უსწორმასწორო გზებზეგადაადგილებაც. რა გაეკიდებოდით და დაიჭერდით ამ მანქანის ეკიპაჟის წევრი რომ ყოფილიყავით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები