Jay Z-ის ემოციური საჩუქარი მეგობარს | 1991 წლის BMW M3
ცნობილმა ამერიკელმა დიჯეიმ, რომელიც DJ Khaled-ის სახელითაა ცნობილი, 26 ნოემბერს, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მეგობრებისგან ემოციური საჩუქარი მიიღო. ეს 1991 წლის BMW M3-ია, ავტომობილი, რომელიც Khaled-ს თავის ახალგაზრდობას ახსენებს.

Khaled-მა სამახსოვრო საჩუქარი იუბილეზე Jay Z-სგან და Lenny S-სგან მიიღო. ამის შემდეგ კი, სოციალურ ქსელში 1991 წლის წითელ BMW M3-თან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ეს მოდელი მისი პირველი ავტომობილია, რომელსაც ის ჯერ კიდევ კარიერის დაწყების დროს მართავდა — მაშინ, თავის სარჩენად M3-ის საბარგულიდან სხვადასხვა ნივთებს ჰყიდდა.

Khaled-მა M3 თხუთმეტი წლის ასაკში შეიძინა. თუმცა საყვარელი მანქანით ტკბობა მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, რადგან მალევე BMW დაიწვა და განადგურდა. როგორც თავად იხსენებს, მანქანა დაქოქა და უეცრად მას ცეცხლი გაუჩნდა და განადგურდა.

მართალია, მას შემდეგ Khaled-ის ქონებას მილიონობით დოლარი შეემატა და მის ავტოფარეხში ისეთმა ავტომობილებმა დაიდეს ბინა, როგორებიც Rolls-Royce-ის, Maybach-ის და Ferrari Suderia F1-ის მოდელებია, ეს კონკრეტული ავტომობილი ყოველთვის მის ახალგაზრდობასთან და კარიერის საწყის წლებთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, Jay Z-მა და Lenny S-მა გადაწყვიტეს მისთვის ემოციური საჩუქარი გაეკეთებინათ.