ალპინა, ბიემვი, ბიემვი მეშვიდე სერია, ბიემვი ალპინა, ბიემვი იქს7
Aa
Aa

Alpina-ს ეპოქა დასრულებულია | რას უნდა ველოდოთ BMW Alpina-სგან?

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ, თავისი დიდხნიანი პარტნიორის, Alpina-ს შესაძენად მიმდინარე პროცესი ოფიციალურად 2022 წლის მარტში დაასრულა. თუმცა, 2020 წელს გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების პირობებით, Alpina-ს ამ პერიოდში დამოუკიდებლად ოპერირების საშუალება დაუტოვა. აღნიშნული შეთანხმების ვადა 2026 წლის პირველ იანვარს ამოიწურა და ახლა უკვე, BMW თავის პარტნიორზე სრულ კონტროლს აიღებს.

განცხადების თანახმად, BMW Alpina მაქსიმალური შესრულებისა და უმაღლესი ხარისხის მგზავრობის კომფორტის კომბინაციის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. ამასთან ერთად კი, რა თქმა უნდა, მძღოლებს Alpina-ს მართვისთვის დამახასითებელ გამოცდილებასაც შესთავაზებს.

მაღალი კლასის საავტომობილო სამყაროს ტენდენციების ფორმირებასთან ერთად, ბრენდის სტრატეგიაში ცენტრალურ როლს პერსონალიზაცია ითამაშებს. გერმანელები მომხმარებელს „შეკვეთით დამზადებული ავტომობილების შესანიშნავ პორტფელს“ შესთავაზებენ, რომლის ფარგლებშიც ავტომობილები ინდივიდუალურად დამზადებული მასალებითა და დეტალებითაც კი იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის განცხადებით, BMW Alpina-ს ავტომობილები „ვიზუალის, აკუსტიკისა და შეგრძნების თვალსაზრისით ყველა მოლოდინს“ დააკმაყოფილებენ. ეს კი მიუთითებს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ბრენდი, რომელიც BMW-სა და Rolls-Royce-ს შორის არსებული უფსკრულს ამოავსებს — მათ შორის, ექსკლუზიურობისა და ფასების გათვალისწინებით.

მომავალი თაობის მოდელებს BMW Alpina-ს ახალი ლოგოც ექნებათ, რომელიც Alpina-ს ასიმეტრიული 1970-იანი წლების ემბლემის დიზაინიდანაა შთაგონებული და მინიმალისტურ შრიფტს იყენებს. ეს მას, BMW-ის სტანდარტული ავტომობილებისგანაც გამოარჩევს.

ტრადიციულად, Alpina, BMW-ს არსებული მოდელების დახვეწილ ვერსიებს გვთავაზობდა, გაუმჯობესებული ექსტერიერით, ინტერიერითა თუ შასით. არსებული ინფორმაციით, შემდგომი თაობის BMW X7 და მისი ელექტრო ანალოგები, iX7-ის სახით, Alpina-ს ვერსიებსაც შემოგვთავაზებს. გავრცელებული ხმების თანახმად, გამომუშავება დაახლოებით 900 ცხენის ძალა იქნება, რაც მას BMW-ს SUV-ების ხაზში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ვერსიად აქცევს.

BMW Blog-ის წყაროებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის მდიდრულ სედაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ამ მოდელით წარმოება გაგრძელდება იქ, სადაც Alpina B7-ის წარმოება შეჩერდა. სავარაუდოდ, მოდელი ამჟამინდელი მეშვიდე სერიის განახლებებს დაეფუძნება და 2026 წლის შუა პერიოდში გამოჩნდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები