რა მოხდება თუ საგზაო ავტომობილს F1-ის საბურავებს დავუყენებთ?
იმისათვის, რომ გაეგოთ, შესაძლებელია თუ არა სტანდარტული საგზაო ავტომობილის ხმაურიან სარბოლო მანქანად გადაქცევა, რამდენიმე „იუთუბერმა“ გადაწყვიტა Toyota MR2-ზე F1-ის საბურავები დაეყენებინათ. მაგრამ ექსპერიმენტის დასრულებიდან მალევე მიხვდნენ, რომ ავტომობილისთვის სიჩქარის გაზრდა ისეთი მარტივი საქმეც არაა, როგორიც თავდაპირველად ეგონათ.
ფორმულა 1-ის ბოლიდები პლანეტის უსწრაფეს ავტომობილებს შორის არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სუპერქარი მათ სწორ გზებზე სიჩქარით შესაძლოა ასწრებდეს, ტრასებზე ისინი შეუდარებელია. F1-ის თითოეული ბოლიდი მოსახვევებში სწრაფად შესვლისთვისაა შექმნილი და ეს შეუძლებელია მათი საბურავების გარეშე, რომლებიც გზებს წებოსავით ეკვრიან.

მაშინ, რა ხდება, როდესაც საგზაო ავტომობილს F1-ის საბურავებს დავუყენებთ?
საჯარო გზებზე მოძრავი ყველა ავტომობილი საბურავებთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის. ყველა ტიპის საბურავს უნდა ჰქონდეს ღრმა საბურავის პროტექტორი, მოჭიდების უზრუნველსაყოფად. თუმცა F1-ის საბურავები სრულად განსხვავებულია. ისინი სრულად გლუვია და გზას მჭიდროდ ეწებება. F1-ის ყველა გულშემატკივარმა იცის საბურავების ტიპები, რომლებიც სხვადასხვა პირობებში შესანიშნავ შესრულებას გვთავაზობს.
თუმცა, F1-ის პილოტებს სჭირდებათ, რომ მოჭიდების შესაქმნელად მათი საბურავები საკმარისად გაცხელდეს. ხშირად კი მათი ტემპერატურა 110°C-მდეც კი ადის.
„იუთუბერებმა“ ტესტირებისთვის Toyota MR2 აირჩიეს, რადგან მისი საბურავების ზომა F1-ის რეგულირებად ბოლიდებს ემთხვეოდა. მაგრამ გახურების გარეშე დაქოქვის შემდეგ, ისინი უბრალოდ უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან პირველივე მოსახვევში მანქანა ამოტრიალდა.
თუმცა, სწორ ხაზზე სპრინტით რამდენჯერმე გახურების შემდეგ, F1-ის საბურავებმა მალევე მუშაობა დაიწყო და Toyota MR2-მაც უფრო მაღალი სიჩქარე დააფიქსირა. როგორც „იუთუბერები“ იხსენებენ, ეს ყველაფერი 11 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი დაჯდა, თუმცა მათ იდეალურად კარგი ავტომობილი შექმნეს და ექსპერიმენტსაც არ ნანობენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს