ავტომოყვარული ოცნების BMW-ისთვის პორტუგალიაში გაემგზავრა და ის უნიკალურ მოდელად აქცია
გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მამაკაცი, დეივიდი, პორტუგალიაში გაემგზავრა, რათა თავისი ოცნების ავტომობილი BMW E30 M3 შეეძინა. მოდიფიცირების შემდეგ კი, მისგან უნიკალური ავტომობილი შექმნა, რათა ამ სახით არსებული BMW-ის ერთადერთი მფლობელი ყოფილიყო.
მაგრამ მისი მოგზაურობა, მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, რადგან ხელით აწყობილი მოდიფიცირებული ძრავა და სპეციალური სლიდერები, ამ ავტომობილს მოგვიანებით უნიკალურად აქცევდა. როგორც დეივიდი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მას ეს მოდელი გამორჩეული ხმისა და ფორმის გამო შეუყვარდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი დიდ ტურბოძრავიან Ford-ებს ებრძოდნენ.

გამომდინარე აქედან, მაშინვე, როდესაც გასაყიდად გამოტანილი BMW E30 M3-ის შესახებ შეიტყო, მაშინვე პორტუგალიაში გაემგზავრა, რათა ავტომობილი თავისი თვალით ენახა. როგორც აღმოჩნდა, BMW ავტოფარეხში უძრავად წლები იყო გაჩერებული და უსაფრთხოების მიზნით საწვავის ავზიც ამოღებული ჰქონდა.
დეივიდმა ავტომობილი პირველივე დათვალიერების შემდეგ შეიძინა და მის შეკეთებას შეუდგა. სამუხრუჭე ხუნდების დაყენების, საწვავისა და ზეთის გამორეცხვისა და ფილტრების შეცვლის შემდეგ კი, სამშობლოშიც დაბრუნდა.
ამ და სხვა მოდიფიცირებებთან ერთად, ის, რაც დეივიდის BMW-ის უნიკალურს ხდის ხელით აწყობილი ძრავაა - DTM-ის აქსელერატორის სლაიდერებით. დეივიდის ინფორმაციით, ეს პლანეტაზე ერთადერთი BMW E30 M3-ია, რომელიც ამ ძრავით მუშაობს. განახლებებით, BMW-ის ძრავა 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და თავდაპირველ მიზანს, 300 ცხ.ძ-საც აჭარბებს.
„ეს ისეთი ავტომობილია, რომლის მართვაც სხვასთან ერთადაც გსიამოვნებს. თუმცა სრულ სიჩუმეში, რადგან უბრალოდ მის ჟღერადობას უნდა უსმინო“, - განაცხადა დეივიდმა. მან ასევე პირობა დადო, რომ თავის BMW-ის ყოველდღიური მართვისთვის გამოიყენებდა და წარსულის მსგავსად ავტოფარეხში არ დატოვებდა.